×

გაფრთხილება

JUser: :_load: ვერ ვტვირთავ მომხმარებელს შემდეგი id-თი: 558
საქართველომ სამოას საოცარი მატჩი შემოუტრიალა – 3:19 დან ლამაზ გამარჯვებამდე!

დღეს საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტმატჩის მეორე შეხვედრა გამართა. მილტონ ჰეიგის  გუნდმა სამოას ნაკრები მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში 27:19 დაამარცხა. პირველ ტაიმში განვითარებული მოვლენები ბორჯღალოსნებს კარგს არაფერს უქადდა. მართალია, თედო აბჟანდაძემ მე–3 წუთზე საჯარიმო დარტყმით გახსნა ანგარიში, მაგრამ ამის შემდეგ სამოელებმა უპირატესობა მოიპოვეს და ეს ანგარშზეც  აისახა.

მე–8 წუთზე ჯეი’ჯეი ტაულანგიმ ლელოთი და ტუსი პისის გარდასახვით სტუმრები დაწინაურდნენ – 3:7. მალე სამოელებმა ფილო პაულოსა და აუსი ტუალას ლელოებით სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს, რასაც ტუსი პისიმ ერთი ზუსტი რეალიზაცია მიაყოლა. 28–ე წუთისთვის სამოა 19:3 იგებდა და ეს ჩვენი ნაკრებისთვის სახარბიელო არ იყო, მაგრამ ქართველებმა თამაშში გარდატეხის შეტენა შეძლეს. 32–ე წუთზე ვასილ ლობჟანიძის ლელო თედო აბჟანდაძემ ზუსტად გარდასახა და სხვაობა შემცირდა – 10:19

მეორე ტაიმში მილტონ ჰეიგმა შეცვლებს მიმართა, მოედანზე უმეტესად საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრების წევრები გამოვიდნენ და მატჩის სცენარი რადიკალურად შეიცვალა.  საქართველომ სისწრაფეები ჩართო და უფრო აგრესიულად შეუტა. 62–ე წუთზე შერკინების მოგების შემდეგ ოთარ გიორგაძემ ბურთი მეტოქის ჩათვლის მოედანში დაამიწა. გარდასახვა აბჟანდაძემ ზუსტად დაარტყა. 67–ე წუთზე ქართველების მრავალფაზიანი შეტევა გელა აფრასიძის ლელოთი დასრულდა. რეალიზაცია აბჟანდაძემ ზუსტად დაარტყა და საქართველოს ნაკრები წინ გავიდა 24:19. სხვათა შორის, აფრასიძემ ეროვნული გუნდის მაისურით პირველი ლელო მიითვალა. თამაში ქართველების კარნახით გაგრძელდა და  აბჟანდაძემ  საჯარიმო დარტყმით 8 ქულამდე გაზარდა სხვაობა 27:19. სამოელებმა ბოლოს კი შემოგვიტიეს, მაგრამ ლელოს დადბა ვერ მოახერხეს და შეხვედრა საქართველოს ლამაზი გამარჯვებით დასრულდა. 

განახლდა შაბათი, 17 ნოემბერი 2018 20:51
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…