2025 წლის ზაფხულში დაგეგმილ ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ავსტრალიურ ტურნეზე ისტორიული ჩანაწერი გაკეთდება – პირველად ისტორიაში, ერთ-ერთ მთავარ ტესტ-მატჩს ქართველი არბიტრი, ნიკა ამაშუკელი განსჯის.
ამაშუკელი მესამე ტესტ-მატჩის მთავარი მსაჯის რანგში წარდგება და გახდება პირველი ქართველი და ერთდროულად პირველი Tier 2-ის წარმომადგენელი არბიტრი, რომელიც ლომების ტესტებზე იმსაჯებს.
27 აპრილს, კვირას, 15:00 საათზე, ქუთაისის „აია არენაზე“ გაიმართება საქართველოს რაგბის ჩემპიონატის „დიდი 10“-ის შესარჩევი ფინალი. მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებული ქუთაისის „აია“ და მეორეადგილოსანი ბათუმის „ბათუმი“.
საქართველოში რუსეთის ორგანიზებით Mas-wrestling-ის საერთაშორისო ჩემპიონატი ჩატარდება — ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებს ინფორმაციას. ტურნირი აპრილის ბოლოს წყალტუბოს სპორტულ კომპლექსშია დაგეგმილი და მასში, როგორც ფორმულას გადაცემამ „ხალხთან ერთად“ გაარკვია, რუსეთის ფედერალური მთავრობის წევრი, იაკუტიის ოლქის სენატორი და Mas-wrestling-ის პრეზიდენტი ალექსანდრ აკიმოვი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს რაგბის ნაკრები 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ტურნირია, მსოფლიო რაგბის მომავალი თასის საკვალიფიკაციო სარბიელზე.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის გათამაშება ბრწყინვალე გამარჯვებით, 4:1, ჩეხეთის წინააღმდეგ დაიწყო. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, სადაც მატჩს დაესწრო 20 401 გულშემატკივარი, ხოლო ჩეხი გულშემატკივრების ტრიბუნა ცარიელი იყო.
დღეს, 25 ივლისს, ქუთაისის ტორპედო კვიპროსში ომონიას დაუპირისპირდება კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში. შეხვედრა 20:30 საათზე დაიწყება და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადაიცემა. სტივ კინი და ბიორნ იონსენი გუნდის მზადყოფნასა და ფანების მხარდაჭერაზე საუბრობენ.
ქუთაისის "ტორპედო" კონფერენსლიგის საპასუხო შეხვედრაში "ტირანას" ალბანეთში 1:0 მოუგო და ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა. მომდევნო ეტაპზე "ტორპედო" კვიპროსის "ომონიას" დაუპირისპირდება.
ფეხბურთში, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ლიეტუვა სტუმრად 0-1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გავიდა. ამ მნიშვნელოვანი გამარჯვებით, ჩვენი ნაკრების წევრებმა საფეხბურთო ისტორიის ახალი ფურცელი დაწერეს.
ქუთაისის "ტორპედომ" ახალი სეზონისთვის შემადგენლობა გააძლიერა და ბრაზილიური "მირასოლიდან" 24 წლის განაპირა მცველი, ვარლეი ლეანდრო და სილვა, შეიძინა.
ევროპის კონფერენს ლიგის I ეტაპის შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედომ" ალბანურ "ტირანასთან" ფრედ 1:1 ითამაშა.
ქუთაისის "ტორპედო" პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა და არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა ოთხი რეალური შესაძლებლობიდან მხოლოდ ერთს დასჯერდა - 20-ე წუთზე გიორგი მჭედლიშვილის ჩაწოდებული ბურთი გლედი მიჩმა საკუთარ კარში ჩაჭრა -1:0
სატესტო რეჟიმი
ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.