მძარცველებმა პსჟ-ს ფეხბურთელი მიზანში ამოიღეს
მძარცველებმა პსჟ-ს ფეხბურთელი მიზანში ამოიღეს. პარი–სენ–ჟერმენის თავდამსხმელი ერიკ ჩუპო-მოტინგის სახლი წელს უკვე მეორედ გაქურდეს. ბოლო ინციდენტი გუშინ, 24 დეკემბერს მოხდა, თუმცა ზარალის ოდენობა უცნობია და ჯერ არ გახმაურებულა. შეგახსენებთ ფეხბურთელის სახლი წინა თვეშიც გაქურდეს.
ტოტენჰემმა ევერტონი მიწასთან გაასწორა
პრემიერლიგის მე-18 ტურში ,,ევერტონმა'' ,,ტოტენჰემს'' უმასპინძლა. მატჩი უხვგოლიანი და ძალიან საინტერესო გამოდგა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრაში რვა გოლი გავიდა. აქედან 6 ,,ტოტენჰემმა“ 2 კი ,,ევერტონმა“ გაიტანა. შეხვედრა ,,დეზების“ გამარჯვებით დასრულდა 6:2. ამ გამარჯვებით ,,ტოტენჰემმა” პრემიერ ლიგაში მესამე ადგილი გაიმყარა. გუნდის მონაგარი ამ დროისთვის 42 ქულაა.
პელე: თუ მბაპე ასე გააგრძელებს თამაშს, კედლიდან ბუცების ჩამოხსნა მომიწევს..
"თუ კილიანი გააგრძელებს ჩემი რეკორდების გამეორებას, ბუცებიდან მტვერის გადაწმენდა და ფეხბურთში დაბრუნებაა მომიწევს."
პარკერის 20 მილიონიანი კონტრაქტი ,,ჩიკაგო ბულსში“
,,ჩიკაგო ბულსის“ მორიგი ახალწვეული პოზიციით ფორვარდი ჯაბარი პარკერი გახდა. კალათბურთელმა კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამერიკული საინფორმაციო წყაროების ცნობით პარკერი სეზონშო 20 მილიონ დოლარს მიიღებს.
პარკერი 4 წლის განმავლობაში ,,მილუოკში“ თამაშობდა, სადაც საშუალოდ 30,7 წუთში 15,3 ქულას, 5,5 მოხსნასა და 2 შედეგიან გადაცემას აგროვებდა
ზლადკო დალიჩი: ხორვატიის წარმატება საქართველოსთვის კარგი სიგნალი უნდა იყოს
მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩს შემდეგ, რომელშიც საფრანგეთის ნაკრებმა ხორვატია 4;2 დაამარცხა. ხორვატების მთავარმა მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა მატჩისშემდგომ კომენტარში საქართველოც მოიხსენია. "ჩვენს ავტობუსს აწერია: "პატარა ქვეყანა - დიდი ოცნებებით". საკუთარი წარმატების უნდა გჯეროდეს.. ეს უნდა იყოს სიგნალი ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორებიც არიან ხორვატია და იგივე საქართველო,“
.