დღეს ,,აია არენას“ სათადარიგო მოედანზე საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, ქუთაისის ,,აიას“ 16 წლამდელთა გუნდმა დუბლინის RFC  U16–ს უმასპინძლა. ირლანდიური გუნდი საქართველოში ,,აიასა“ და საქართველოს ნაკრების ვეტერანი მორაგბის ნიკა აბდალაძის ინიციატივით ჩამოვიდა.

დიდი 10-ის 8 სექტემბრის მეორე მატჩიც პირველივით დრამატული აღმოჩნდა. მარნეულის ‘არმაზი’ ქუთაისში ‘აიას’ ბოლო წუთამდე ამარცხებდა, მაგრამ გაწითლებულ დროზე ლელო გაუშვა და 27:31 დამარცხდა.

ავთანდილ ჩოგოვაძე – 70

თანამედროვე სპორტში თითქმის წარმოუდგენელია, რომ სპორტსმენმა კარიერა 25 წლის ასაკში დაიწყოს და პროფესიონალურ დონეზე რაიმე წარმატებას მიაღწიოს. არადა, წლების წინ,როცა  ქალაქ ქუთაისში რაგბი ფეხს იდგამდა, ასეთი რამ  ჩვეულებრივი მოვლენა იყო. ქუთაისური რაგბის ფუძემდებლები გოგი ყუფარაძე და შაკო ქურციკიძე სპორტსმენებს კარდაკარ ეძებდნენ და რაგბის კლუბს აყალიბებდნენ. მათ მიერ ჩაყრილ საფუძველზე კი მოგვიანებით ისეთი გუნდი ,,აღმოცენდა“, რომელიც  წლების მანძილზე საბჭოთა კავშირში უმაღლეს პოზიციებს არ თმობდა...

სწორედ ასე,შემთხვევით,  25 წლის ასაკში დაიწყო რაგბის თამაში ჩვენმა დღევანდელმა რესპოდენტმა ავთანდილ ჩოგოვაძემ, რომელიც მალევე ქუთაისური გუნდის შეუცვლელ მოთამაშედ იქცა და ,,აიას“ (იმდროინდელი ,,სალხმშენი“) წარმატებებში დიდი წვლილი შეიტანა. გუნდთან ერთან მან ჯერ სსრკს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა, შემდეგ  კი სსრკ–ს ვერცხლის მედალოსანი გახდა.  ბატონ ავთანდილს 5 სექტემბერს 70 წელი უსრულდება, ვულოცავთ მას 70 წლის იუბილეს , ქვემოთ კი გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

დიდი 10-ის ახალი სეზონის დაწყებამდე ორ კვირაზე ოდნავ მეტი რჩება. გუნდებმა ახალი სეზონისთვის შემადგენლობები უკვე დააკომპლექტეს და მზადების დასკვნით ეტაპს გადიან.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში 40-მდე გადასვლა განხორციელდა, რაც 2,5-ჯერ ნაკლებია შარშანდელი ტრანსფერების რაოდენობაზე. სამშობლოში დაბრუნდა 5 ლეგიონერი. ყველაზე მეტი - 8-8 მოთამაშე დაკარგეს გორის "ჯიქმა" და თბილისის "არმიამ". მხოლოდ თითო-თითო მოთამაშემ დატოვა თბილისის "ლელო-სარასენსი" და "ბათუმი". ყველაზე მეტი - 6 მოთამაშე დაიმატა "ბათუმმა", ხოლო რუსთავის "ხარებმა" ყველაზე ცოტა - 1.

2008 წლის საქართველო რუსეთის ომი თითოეული ქართველისთვის ძალიან დიდი ტრაედიაა, 10 წლის შემდეგაც ეს ტრაგედია რთულად გასახსენებელი არის იმ ადამიანებისთვისაც, ვინც უშუალოდ ამ ომში არ იყო ჩართული.

"ინფოქუთაისი" საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს, გიორგი ნემსაძეს, მერაბ შარიქაძეს და ანტონ ფეიქრიშვილს დაუკავშირდა და  2008 წლის რუსეთის აგრესიაზე კომენტარის სთხოვა.

აქართველო XV - ბრაზილია პირდაპირი ჩვენება.

საქართველო XV-მა არგენტინა XV-ს მეორე ტაიმში 16 უპასუხო ქულა გაუტანა და “რაგბის ზაფხულის თასის” პირველ მატჩში 23:22 იმარჯვა.

 შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მისი ბედი 75-ე წუთზე თედო აბჟანდაძემ გადაწყვიტა, რომელმაც 52 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა. ახალგაზრდა მგეზავმა ჯამში 13 ქულა მოინაგრა, ნიკოლოზ სუხაშვილმა კი ორი ლელო მიითვალა.

 ცხელი სარაგბო ზაფხული გრძელდება საქართელოში - ივლისის ბოლოს თბილისი  ოთხთა ტურნირს უმასპინძლებს - რაგბის ზაფხულის თასი | Rugby Summer Cup 2018 საქართველოში პირველად იმართება. ტურნირის ორგანიზატორი საქართველოს რაგბის კავშირია და ჩვენი სურვილია, რომ ამ ასპარეზობამ ყოველწლიური ხასიათი მიიღოს.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…