გულშემატკივრები უკვე ელოდებიან ჯგუფური ეტაპის მატჩებს, სადაც ბორჯღალოსნები მათ ძალას და ერთგულებას დაამტკიცებენ საერთაშორისო ასპარეზზე. მატჩები გაიმართება თბილისის ავჭალის სტადიონზე.
პირველი შეხვედრა შვეიცარიასთან იქნება - 1 თებერვალს, 16:00 საათზე, ხოლო მეორე ნიდერლანდებთან 8 თებერვალს, 15:00 საათზე, საქართველოს ნაკრები კვლავ ავჭალის სტადიონზე შეხვდება ნიდერლანდების ნაკრებს.
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატს რეიტინგისთვის მნიშვნელოვანია, ტურნირი წარმოადგენს როგორც 2026 წლის მსოფლიო რაგბის ერთა ლიგის, ისე 2027 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპს. ამიტომ, საქართველოს ნაკრებს ყოველი გამარჯვება სჭირდება, რათა მიზნებს მიაღწიოს.
გულშემატკივრებისთვის ბილეთები უკვე იყიდება. 6 წლამდე ბავშვები მატჩებზე უფასოდ დაიშვებიან, ხოლო თიბისის მოსწავლისა და სტუდენტის ბარათების მფლობელებს 50%-იანი ფასდაკლება ელით.
დაუჭირე მხარი ბორჯღალოსნებს.