კახა ჩხეტიანი: გოლი რომ გაგვეშვა, არავინ იცის თამაში როგორ დამთავრდებოდა!


ქუთაისის ,,ტორპედომ” ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ფარერული ,,ვიკინგური” 3:0 დაამარცხა და შემდეგი ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. დამაჯერებელი გამარჯვების მიუხედავად, ქუთაისური გუნდის თამაშში ხარვეზებიც გამოჩნდა. როცა ფარერული გუნდი 3-4 საგოლე მომენტს გიქმნის, ეს მართლაც, რომ საყურადღებო ფაქტია. მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ,,ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა მინუსებზეც გაამახვილა ყურადღება.

კახა ჩხეტიანი: ,,გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, მით უმეტეს როცა 3:0 იგებ მაგრამ, თამაშში იყო ხარვეზები, რამდენიმე რეალური საგოლე ეპიზოდი ვერ გამოვიყენეთ და მეტოქესაც მივეცით 2-3 მომენტის შექმნის საშუალება. 1:0 ან 2:0-ზე გოლი რომ გაგვეშვა, არავინ იცის თამაში როგორ დამთავრდებოდა. მეტოქე მთელი გუნდით თავს იცავდა, სივრცეებს არ გვიტოვებდა და იძულებული ვიყავით მთელი ძალებით შეგვეტია, რის გამოც რამდენჯერმე მათი კონტრშეტევა გამოგვეპარა. მთლიანობაში, კარგი თამაში გამოვიდა. გუნდში ჯერ შეთამაშების პროცესშია, მომდევნო თამაშებში კიდევ უფრო მოვუმატებთ. მადლობა ბიჭებს, რომ ბოლომდე იბრძოლეს და მატჩი სასურველი შედეგით დაასრულეს. მადლობა გულშემატკივრებს დი მხარდაჭერითვის. 3:0 კარგი ანგარიშია, მაგრამ წყნარად ყოფნის უფლება არ გვაქვს. 2 აგვისტოს ,,ვიკინგურს” სტუმრად ვეთამაშებით და ფარერებში გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ,. ვფიქრობ, სტუმრად უფრო შევძლებთ შანსების გამოყენებას, ვერ ვიტყვი, რომ იოლი თამაში იქნება, მაგრამ მასპინძლები შედარებით გახსნილ ფეხბურთს ითამაშებენ და სივრცეების გამოყენებას შევეცდებით. რაც შეეხებათ ლეგიონერებს, ისინი ჯერ ბოლომდე მზად არ არიან და შესაძლებლობების მხოლოდ 60-70% ავლენენ, ევროპაში მაისის ბოლოს დამთავრდა ჩემპიონატი და მათ, როგორ სათამაშო პრაქტიკა, ასევე ფიზიკური მომზადებაც აკლიათ. ფაქტობრივად, ოფიციალურ თამაშებში გვიწევს მათი მომზადება. ლეგიონერებისგან მეტის მოლოდინი მაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ თამაშიდან თამაშამდე მოუმატებენ. გუნდის დანარჩენი ფეხბურთელებიც ძალიან მოტივირებულები არიან. ჩემპიონატის საწყისი ტურებისგან განსხვავებით, ახლა ისინი გაცილებით უკეთ არაინ მომზადებული და მოტივაციაც არ აკლიათ. ვფიქრობ, რომ ლეგიონერებიც მოუმატებენ, ადგილობრივებიც უკეთ ითამაშებენ და ,,ტორპედო” შედეგზე ორიენტირებული გუნდი იქნება.

განახლდა პარასკევი, 27 ივლისი 2018 10:11
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…