მართალია, თბილისში დაფიქსირებული შედეგი ,,მარიბორს“ უფრო აძლევს ხელს, მაგრამ ფრუიძის გუნდისგან მორიგი სიურპრიზები მოულოდნელი არ იქნება.
რაც შეეხება მატჩს, თამაში ორმხრივ შეტევებში წარიმართა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. თავიდან სლოვენიელები ყოჩაღობდნენ ზაჰოვიჩსა და ჰოტიჩს ჰქონდათ გოლის გატანის შანსები, მაგგრამ ვერ გამოიყენეს, სახიფათო შეტევით უპასუხა გიორგი გაბედავამ, თუმცა მის დარტყმას მცველი გადაეღობა. 70–ეწუთზე ტავარეშმა ძელს გააარტყა ბურთი. ბოლოს ირაკლი ბუღრიძემ საჩხერელთა კარგი კომბინაციის შემდეგ სუსტად დაარტყა და სტუმრები აშკარა გოლს გადაურჩნენ. საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. საპასუხო შეხვედრას ,,ჩიხურა“ ,,მარიბორთან“ 2 აგვისტოს გამართავს.
ევროპა ლიგა. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი მატჩი
26 ივლისი. თბილისი. ,,მიხეილ მესხი“
,,ჩიხურა“ - "მარიბორი“ 0:0
ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი, მაისაშვილი (მეგრელიშვილი 88), მირცხულავა, ჩიკვაიძე, კაკუბავა, სარდალიშვილი (დობროვოლსკი 77), ლექვთაძე (კახაბრიშვილი 50), ბუღრიძე, მარკოზაშვილი, გაბედავა
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მარიბორი: ჰანდანოვიჩი, პილერი, ივკოვიჩი, შულერი, ვილერი, დერვიშევიჩი (კრეტუ 60), ვრჰოვეცი, ჰოტიჩი, ბაიდე (მესანოვიჩი 81), ზაჰოვიჩი (ვრშიჩი 62), ტავარეში
მწვრთნელი: დარკო მილანიჩი
გაფრთხილება: პილერი (8), ზაჰოვიჩი (41), დერვისევიჩი (45), სარდალიშვილი (59), მაისაშვილი (63), ბაიდე (64)
მსაჯი: ბლომი (ჰოლანდია)