ოქროს გოგონები!

30 წელი გავიდა მას შემდეგ რაც  ქუთაისის  გოგონათა ჰოკეის გუნდი ,, უქიმერიონი" 1988 წელს ახალგაზრდებს შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდნენ. მაშინ ქუთაისური გუნდის ესოდენ დიდი წარმატება დიდი სენსაცია იყო. თუმცა, ქართული გუნდის ჩემპიონობას თავისი ობიექტური წინაპირობა ჰქონდა.

 

1983 წელს ჩამოყალიბებული გუნდის სპონსორი 1986 გუნდის ქუთაისის აბრეშუმის ფაბრიკა გახდა. გუნდს საშუალება გაუჩნდა, გაკეთდა მოედანი, სავარჯიშო პირობები გაუმჯობესდა და შედეგმაც არ დაახანა. ორიოდე წელიწადში საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქუთაისელმა გოგონებმა სენსაციური გამარჯვება და ოქროს მედლები მოიპოვეს.
,,ოქროს გოგონები" - ასეთი სათაურით დაიწერა სტატიები სხვადასხვა რესპუბლიკურ გაზეთებში. 80 წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქუთაისელი სპორტული ჟურნალისტის  თამაზ ხარაბაძის მიერ - იხსენებს გუნდის მთავარი მწვრთნელი, ამჟამად კი ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ თევდორაძე.
ჩემპიონი გუნდის ღირსებას იცავდნენ:  ლალი კავთელაშვილი , თინათინ ივანეიშვილი, მარინა მახარეიშვილი, მედეა მამარდაშვილი,  ირმა ბურჯანაძე ,ლელა ფარცხალაძე, ხათუნა მელაძე, მაკა დათიაშვილი, ჯულიეტა ცხადაძე, რიტა მანწკავა, ნონა თედორაძე, ქეთევან კანკაძე, ფიქრია მამარდაშვილი და ელისო კილაძე.

ავთანდილ თევდორაძე:
,,ეს არ იყო ერთი კაცის გამარჯვება ,ამ გამარვებაში ჩემთან ერთად თავისი წვლილი შეიტანეს; თეიმურაზ არჩაიამ, ბესიკ ჯენელიძემ, რეზო ხურციძემ, რევაზ რობაქიძემ და სხვებმა.
   არ დამავიწყდება ჩვენი გუნდის პირველი მარცხი ლენინაკანში ადგილობრივ გუნდთან. როცა მთელი გუნდი ტიროდა , დაიდო ფიცი რომ იბრძოლებდნენ ბოლომდე წარმატების მისაღწევათ. მას შემდეგ  1988–89  წლებში  ჩვენს გუნდს  სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში არც ერთი თამაში არ წაუგია. დღეს ზოგიერთ ახალგაზრდებს უკვირთ მართლა წაგების გამო ტიროდნენ გოგონები თუ არა. თითქმის მათთან მარტო მიწევდა მუშაობა მაგრამ არასდროს არ გამჭირებია,  მათ უყვარდათ ქუთაისი და ცხოვრობდნენ სპორტით.
     1989 წელს  1 ლიგაში გადასასვლელ თამაშებში გუნდმა დაიკავა 1 ადგილი და 90 წლებში მონაწილეობდა სსრკ პირველობაზე 1ლიგაში.
     1991 წლიდან როგორც სხვა, ასევე ჩვენს სახეობაში იყო ჩავარდნები. იცვლებოდა თაობები.
    2 000 წელს ქუთაისის ‘’ უქიმერიონის ’’ დებიუტი შედგა ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ინდორ (დარბაზის) ჰოკეიში, რომელიც ჩატარდა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში.
  2010 წლიდან ქუთაისელი ჰოკეისტები წარმატებით იცავენ  საქართველოს ნაკრების ღირსებებს სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში.
   2019 წელს 19 წლის შემდეგ გუნდი რომელიც  დაკომპლექტებულია  გამოცდილ ჰოკეისტებთან ერთად ახალგაზრდებით, მონაწილეობას მიიღებს ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ინდორ(დარბაზის)ჰოკეიში. ტურნირი 14–16 თებერვალს  ჩატარდება სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში."

 

განახლდა ორშაბათი, 01 ოქტომბერი 2018 13:03
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…