ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში ჩატარდა ირაკლი წოწონავას ხსოვნისადმი მიძღვნილი მე–7 ტრადიციული ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა (2007-2008, 2009-2010წწ) შორის.

 

ქუთაისელი მძიმეწონოსანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზვიად პატარიძე მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ 23 წლამდელთა შორის 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდად აღიარა.  

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძე ბუენოს აირესში მიმდინარე მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 60 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 

 6-7 ოქტომბერს ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ მელიქიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში 2003-2005 წლებში დაბადებულთა შორის.

 2014 წლის შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა  პირველად მოიპოვა ოქროს მედალი. ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა  (+100 კგ) ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფინალამდე თუშიშვილმა რუმინელ, უკრაინელ, ჰოლანდიელ და მონღოლ ძიუდოისტებს სძლია. 

16 აგვისტოს, რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ინტერნეტ გვერდზე გავრცელდა სკანდალური ფოტო სადაც, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა, აგვისტოს, რუსული აგრესიიდან 10 წლის შემდეგ, რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი მაისურები მოირგეს. ამასთან დაკავშირებით მთავარი მწვრთნელი გიორგი იანტბელიძე, მის ფეისბუქ გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

რომში მიმდინარე  ბერძენ-რომაელთა ევროპის ჩემპიონატის პირველ საფინალო დღეს საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა, ქართველმა ფალავნებმა  1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ბერლინში გამართულ ევროპის თასზე 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…