ჭიდაობა

მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ პატარიძე საუკეთესოდ დაასახელა

 

ქუთაისელი მძიმეწონოსანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზვიად პატარიძე მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ 23 წლამდელთა შორის 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდად აღიარა.  

ქუთაისელი ფალავანი   წლეულს 23 წლამდელებში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რაც ასაკობრივ ნაკრებებში მისი მეექვსე ტიტულია. მანამდე პატარიძე 2-ჯერ ჭაბუკებში,  3-ჯერ კი 20-წლამდელებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 

ამავე ასაკის გოგოებში ანალოგიური აღიარება იაპონელ იუკაკო კავაის (62) ერგო, ვინც ასევე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 23-წლიანებში, ხოლო უფროსებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ის უფროსებში მსოფლიოს სამგზის და ოლიმპურ ჩემპიონ რისაკო კავაის უმცროსი დაა.

20-წლამდელებში საუკეთესოებად რუსები გამოარჩიეს - ასევე ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ალექსანდრ კომაროვი (82) და ხანუმ ვალიევა (68). ვალიევა წლეულს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 20-წლამდელებში, ხოლო 23-იანებში მსოფლიოზე მესამე იყო. კომაროვმა 20-წლიანებში ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და მსოფლიოსაიც, ხოლო უფროსებში "ჰარაპანდას თასზე" გაიმარჯვა ფინეთში.

ჭაბუკებში საუკეთესოებად აზერბაიჯანელი ამირჰასან ამირლი (48) და იაპონელი იუკა კაგამი (73) გამოარჩიეს. ამირლი ნომინანტთა შორის ერთადერთი თავისუფალი სტილით მოჭიდავეა, მის წლევანდელ ანგარიშზე კი მსოფლიოს ოქრო და ევროპის ბრინჯაოა. კაგამი აზიისა და მსოფლიოს მოქმედი გამარჯვებულია, მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში კი ბრინჯაო მოიპოვა.

წაკითხვა 299 ჯერ
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…