69-ე წუთზე თამაშში ,,სამგურალის" ახალწვეული გიორგი ფანცულაია ჩაერთო, რომელიც ახალ გუნდს სულ რაღაც სამი დღის წინ შეუერთდა და ,,თელავთან" მატჩში საგოლე გადაცემით გამოიჩინა თავი. 77-ე წუთზე მან ,,ასისიტი" ლუკა ხორხელს გაუკეთა და წყალტუბოელთა ახალგაზრდა ნახევარმცველმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა -2:1
მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე სტეფან ბუკორაცმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თელაველებმა ბოლო სამი წუთი 10 ფეხბურთელით ითამაშეს.
,,სამგურალმა" 2 ფრის შემდეგ პირველი გამარჯვებაც იზეიმა და ბოლო ადგილს თავი დააღწია.
სამგურალი-თელავი 2:1
07.04. წყალტუბო. საფეხბურთო ცენტრი
გოლები: 1:0 შეროზია (4. ხორხელის პასით), 1:1 ხაბულიანი (55. ჯეფერსონის პასით), 2:1 ხორხელი (77. ფანცულაიას პასით)
სამგურალი (4-1-4-1): კუტალაძე - კიკაბიძე, პატარკაციშვილი, მარკოვინა, კალანდარიშვილი - ვინისიუსი - ა. ვერულიძე (69. ი. ახვლედიანი), ჯანჯღავა (64. ჩიხლაძე), ხორხელი (79. გ. გეგუჩაძე), კარლოსი (79. ბული) - შეროზია (69. ფანცულაია)
სათადარიგოები: ყალიჩავა - დარცმელია, არველაძე, თევზაძე
მწვრთნელი: მიხეილ აშვეთია
თელავი (4-4-2): ქურდაძე - პერუცი, ბუკორაცი, ოდიშვილი (90. ანანიძე), გაბიტაშვილი - ჟივიძე (21. პარკინაშვილი), ჯეფერსონი, ლესნიაკი, ხალნაზაროვი (46. მორჩილაძე) - მაიროვიჩი (71. ცნობილაძე), თ. ახვლედიანი (46. ხაბულიანი)
სათადარიგოები: თანდილაშვილი - კარტაშიანი, გოგოტიშვილი, ო. გაგნიძე
მწვრთნელი: ოლეგ ვასილენკო
გაფრთხილება: ბუკორაცი (44), ოდიშვილი (82)
გაძევება: ბუკორაცი (90+4. მეორე გაფრთხილება)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი