მაისურზე წარწერა "ერი თავის გმირებში პოულობს თავის სულსა და გულსა - 08.08.08" - იყო დატანილი. "ტორპედოელების" განცხადებით, თამაშის მოგებისთვის მზად არიან და მოგებას აგვისტოს, 5 დღიან ომში, რუსი აგრესორების მიერ დაღუპულ ჯარისკაცების ხსოვნას მიუძღვნიან.
შეგახსენებთ რომ ქუთაისური კლუბი 9 აგვისტოს, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, ალბანურ "კეკუშს" დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება, მას საზოგადოებრივი მაუწყებლობა პირდაპირ ეთერში გადმოსცემს.