ქუთაისელები მე-10 წუთზე სლოვაკმა ახალწვეულმა მილოშ დააწინაურა, რომელმაც საჯარიმოს ხაზიდან ულამაზესი დარტმით რასმუსენის კარის ცხრიანში მოათავსა ბურთი-0:1
24-ე წუთზე მათე ცინცაძის კუთხურის შემდეგ მამუკა კობახიძემ თავური დარტყმით გაიტანა.
59-ე წუთზე კი ჰლინკას გადაცემის შემდეგ ოლექსანდ აზაცკიმ ,,ვიკინგურს” მესამე გაუტანა.
81-ე წუთზე ტორპედოელებმა მეტოქე კონტრშეტევაზე დაიჭირეს, გიორგი კუხიანიძის წამოწყებული კომპინაცია, ცინცაძემ გააგრძელა და თორნიკე კაპანაძემ გოლით დააგვირგვინა 0:4
.
,,ტორპედომ” ,,ვიკინგური” გზიდან იოლად ჩამოიცილა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ ,,კუკეშს” დაუპირისპირდება. მატჩები 9 და 16 აგვისტოს გაიმართება.
ვიკინგური – ტორპედო 0:4
02.08. ტოფტირი; ფარერები
0:1 ლაჩნი (11), 0:2 კობახიძე (24.ცინცაძის პასით), 0:3 აზაცკი (59.ჰლინკას პასით), 0:4 კაპანაძე (81.ცინცაძის პასით)
ვიკინგური (4-4-2): რასმუსენი - ლერვიგი, გრეგერსენი, სტრამსტენი, იაკობსენი – გ.ვათჰამარი (70.ჰ.ჰანსენი), ლეკინი, ს.ვათჰამარი (69.კაშკავალი), ჯორჯევიჩი – ოლსენი (70.ნიებლასი), ლავალი
სათადარიგოები: რეინატრედი, პ.ჰანსენი, ლერვიგი, ტომსენი
მთავარი მწვრთნელი: სიგფრიდურ კლემენტსენი
ტორპედო (4-3-2-1): კვასხვაძე – ხურცილავა, კობახიძე, აზაცკი, გეგეჭკორი – გიგაური (46.კუხიანიძე) , ცინცაძე, ჰლინკა – დოლიძე (75.ჭიჭინაძე), ქიმაძე – ლაჩნი (61.კაპანაძე)
სათადარიგოები: ქვილითაია
მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი
გაფრთხილება: ლერვიგი (18), ლეკინი(36), გრეგერსენი (56), ს.ვატჰამანი (67), კუხიანიძე (76), ჯორჯევიჩი (84), ჭიჭინაძე (90+2)
არბიტრი: საიმონ ლი ევანსი (უელსი)