პირველი მატჩი "ტორპედომ" საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით, 0:1 წააგო. მიუხედავად ამისა, ქუთაისელები ოპტიმისტურად არიან განწყობილი და გულშემატკივრებს ბოლომდე ბრძოლას პირდებიან. ,,გუნდში კარგი განწყობაა. ყველას გათავისებული აქვს რა მნიშვნელობის მატჩი არის ხვალინდელი თამაში ჩვენი გუნდისათვისა და ქვეყნისათვის. "ტორპედო" მოედანზე აუცილებლად საბრძოლო განწყობით გამოვა და ბოლო წამამდე გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
გიგაური გვყავს ტრავმირებული, რომელიც დაზიანების გამო საქართველოში დარჩა. დანარჩენი დანაკლისი არ გვაქვს და თამაშისთვის ყველა მოთამაშე მზად არის.“ –აღნიშნა ,,ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა.
,,ტორპედოს“ 18-კაციანი განაცხადი კი შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: როინ კვასხვაძე, მაქსიმე ქვილითაია;
მცველები: ანრი ჭიჭინაძე, დავით ხურცილავა, ოლექსანდრ აზაცკი, ლევან გეგეჭკორი, გიორგი ქიმაძე, ლაზარ მარინი, მამუკა კობახიძე;
ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, არფანგ დაფე, გიორგი კუხიანიძე, თენგიზ წიქარიძე, გრიგოლ დოლიძე, მარეკ ჰლინკა, ლევან კუტალია;
თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე, მილოშ ლაჩნი.