საკალათბურთო კემპი ქუთაისში და ამერიკული პერსპექტივები

 ქუთაისს კალათბურთის ლიეტუველ სპეციალისტი სტეპას კაირუნასი სტუმრობდა, რომელმაც ადგილობრივი კალათბურთელებისთვის მე-11 სპორტსკოლის დარბაზში ორდღიანი ვარჯიშები ჩაატარა. სტეპას კაირუნასი საქრთველოში საკალათბურთო კლუბ ,,სოხუმის" მთავარი მწვრთნელის ვაჟა კვარაცხელიას მოწვევით იმყოფებოდა. როგორც კვარაცხელიამ განაცხადა, მათი მიზანი ბავშვების მომზადებასთან ერთად, პერსპექტიული ბავშვების ამერიკაში წაყვანა და კოლეჯებისა და საუნივერსიტეტო გუნდებში მოწყობაა. ლიეტუველ სპეციალისტს კემპის ჩატარებაში იტალიურ სერია ა - ში დაწინაურებული ,,ალმა ტრიესტეს" ქართველი ლიდერი გიგა ჯანელიძე და მწვრთნელები ირინა მელქაძე და ია გოგლიჩიძე ეხმარებოდნენ. კემპი კერძო პირების პაატა და ჭაბუკი მერკვილაძეების სპონსორობით ჩატარდა.

ვაჟა კვარაცხელია: ,,სტეპას კაირუნასი ქუთაისში ორდღიან მასტერ კლასს გამართავს და ბავშვებს სხვადასხვა მოძრაობების დახვეწაში დაეხმარება. გარდა ამისა, მისი ვიზიტის მიზანი პერსპექტიული კალათბურთელების გამოვლენა და მათი ამერიკის შეერთებულ შტატებში წაყვანაა. მას 255 ბავშვი ჰყავს წაყვანილი ამერიკის უნივერსიტეტებში. მისი შვილი ტალინის ,,კალევის" მთავარი მწვრთნელია. სტეპას კაირუნასი ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და კარგ საქმესაც აკეთებს, ახალგაზრდა კალათბურთელებს ამერიკის შეერთებული შტატებისკენ უხსნის გზას. ცოტა ხნის წინ ოკეანის გაღმა 3 ქართველი ახალგაზრდა ალექსი მერკვილაძე, ცოტნე ცარციძე და რეზო ჩიქოვანი წაიყვანა. ცარციძე და მერკვილაძე სან-ფრანცისკოს ქალაქ მოდესტოში ერთ-ერთ ძვირიან სკოლაში სწავლობენ და ვარჯიშობენ, რეზო ჩიქოვანი კი ,,ჯუნიორ კოლეჯში" ირიცხება. წლეულს, გეგმაში გვაქვს, ამერიკის სკოლებში დაახლოებით 3 ბავშვი წავიყვანოთ. მათ იქ ძვირადღირებული განათლების მიღებისა და კარგ კალათბურთელებად ჩამოყალიბების საშუალება ექნებათ. რატომ ავირჩიეთ ქუთაისი? ჯერ ერთი, ეს არის საკალათბურთო ქალაქი, ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონების სამჭედლო, თითქმის ყველა ძლიერი კალათბურთელი ამ ქალაქში აღიზარდა.შემიძლია, ქუთაისს მეორე კაუნასიც კი ვუწოდო. პლუს ლიეტუვადან პირდაპირი რეისი არის ქუთაისში და ამანაც მოგვცა საშუალება, რომ ვარჯიშები ქუთაისელი ბავშვებისთვის ჩაგვეტარებინა. ახალგაზრდა კალათბურთელებისთვის ძალიან სასარგებლო ვარჯიშებია, ლიტველი სპეციალისტი მათ კარგ მოძრაოებებს ასწავლის, რომელიც თამაშშის დროს გამოადგებათ. მასტერ- კლასზე ცნობილი ქართველი კალათბურთელი ნიკა ცქიტიშვილიც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ მიზეზთა გამო დღეს ჩამოსვლა ვერ მოახერხა.". -განაცხადა საკალათბურთო მასტერ კლასის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და საკალათბურთო კლუბ ,,სოხუმის" მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ.

განახლდა ოთხშაბათი, 08 აგვისტო 2018 09:30
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…