ქუთაისის სპორტის სასახლე სწორედ მიხეილ ქორქიას და ზურაბ საჯანდელიძის სახელობისაა და სიმბოლურიცაა, რომ მათი ბიუსტები ქალაქის მთავარ საკალათბურთო არენის წინ გაიხსნა. სკულპტურის შექმნაზე მოქანდაკე მიხეილ გვასალიამ იმუშავა, ხოლო პროექტი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით განხორციელდა.
გახსნის ცერემონიალს ქუთაისის ვიცე-მერ გიორგი იობაშვილთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ვეტერანი კალათბურთელები და ოლიმპიური ჩემპიონების ოჯახის წევრები დაესწრნენ.