ზაალ ჩაჩავა ,,ტორპედოდან" წასვლას არ გამორიცხავს

დიდი ხანია კულუარებში ქუთაისის ,ტორპედოს" ფინანსური პრობლემების შესახებ საუბრობდნენ, თუმცა პრობლემა იმდენად გამწვავდა, გუნდში შექმნილი მდგომარეობის შესახებ მწვრთნელები, ფეხბურთელები და გულშემატკივრები ღიად ალაპარაკდნენ. გუნდში ორი თვის ხელფასები არ დარიგებულა და დავალიანების გასტუმრების პერსპექტივაც ბუნდოვანია. 

შექმნილ ვითარებაზე სასაუბროთ ,,ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე დილიდანვე ელოდებოდნენ გუნდის პრეზიდენტს ზაალ ჩაჩავას, რომელიც შუადღისთვის მივიდა შეხვედრაზე და გუნდის წევრებს შექმნილ პრობლემებზე ესაუბრა. კლუბის პრეზიდენტი გუნდს დავალიანების გადახდას თვის ბოლომდე დაპირდა. 

ჩაჩავას თქმით გუნდში ფინანსური პრობლემები ჩინელი ინვესტორების წასვლის გამო შეიქმნა, ასევე პრობლემები შეექმნა მის ბიზნესსაც, რის გამოც ვერ მოხერხდა გუნდში თანხების მობილიზება. 

,,ჩინურმა კომპანიამ ჰუალინგ ჯგუფმა ხელშეკრულება შეწყვიტა, რამაც ფინანსური პრობლემები შეგვიქმნა, შესაძლოა ამის გამო სასამართლოს მივმართოთ. ამ დღეებში კიდევ ერთხელ შევხვდები ჩინური კომპანიის ხელმძღვანელებს და გადაწყდება გააგრძელებენ თუ არა თანამშრომლობას. გუნდის დაფინანსების საკითხებზე  მოლაპარაკებები სხვა კომპანიებთანაც გვაქვს. ჩვენს მოსვლამდე გუნდი წარმატებებს ვერ აღწევდა და მაქსიმალური შედეგი დავდეთ,  გავხდით ჩემპიონები, მოვიგეთ თასი და სუპერთასი, ევროთასებზე ვითამაშეთ წარმატებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პრობლემა მოგვარდეს და დავალიანება დავფაროთ. 

ზაალ ჩაჩავა გუნდიდან წასვლასაც არ გამორიცხავს: ,,არ დავმალავთ, ადვილი არ არის შექმნილი ვითარებიდან გამოსვლა, მით უმეტეს, როცა პარტნიორებმა დაგვტოვეს. თუ თანხებს ვერ მოვიძიებ, სავარაუდოდ, მომიწევს გუნდი დავტოვო და ქალაქის მერიას დავუბრუნო. 

გუნდის წევრების შემდეგ ჩაჩავას ,,ტორპედოს" გულშემატკივრები შეხვდნენ, რომლებიც უკმაყოფილებას ვერ მალავდნენ, მათი თქმით გუნდი ჩაჩავამ შეიძინა და სწორედ ის არის მის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი. 

ფინანსური კრიზისის მიუხედავად ქუთაისის ,,ტორპედო" ჩხეტიანის ხელმძღვანელობით ლიდერთა შორის არის და პირველ ადგილზე მყოფ ბათუმის ,,დინამოს" მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.  

განახლდა კვირა, 12 მაისი 2019 18:25
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…