ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების ყულაბაში 1 ოქროს, 5 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალია! ქართველთა მონაგარი ასე გამოიყურება:
არჩილ მალაყმაძე - 1 ოქრო, 2 ვერცხლი.
საბა ასანიძე - 2 ბრინჯაო
ლომია თებიძე - 3 ვერცხლი
ედუარდ კაკაბაძე -2 ბრინჯაო
გარდა ამისა, მილანში მიმდინარე ევროპირველობაზე 5 დღეში საქართველოს 4 რეკორდი დამყარდა!
ლომია თებიძემ ატაცში 137 კგ დაძლია და 1 კილოგრამით გააუმჯობესა ჭაბუკთა შორის რევაზ დავითაძის რეკორდი.
15 წლამდელებში კი საბა ასანიძემ აკვრაში 3 კილოგრამით გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი და 139 კგ დაძლია!
ასევე საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა არჩილ მალაყმაძემ ატაცში ჭაბუკთა შორის.მისი ახალი რეკორდი 137 კილოგრამია!
გიორგი ხარაზიშვილმა კი 15 წლამდელებში საკუთარი რეკორდი აკვრაში 1 კილოგრამით გააუმჯობესა და 96 კგ დასძლია!