ტაშკენტიდან მოდის ოქროები - ქართველი ძალოსნების ტრიუმფი მსოფლიო ჩემპიონატზე

პირველად ქართული ძალოსნობის ისტორიაში  საქართველოს ნაკრებმა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ამ შედეგს ქართველმა ძალოსნებმა ტაშკენტში სამი წარმომადგენლით მიაღწიეს!

რევაზ დავითაძემ და ირაკლი ჩხეიძემ მსოფლიო ჩემპიონობა 5 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით მოიპოვეს.
საქართველოს ნაკრებს უზბეკეთში ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძე, ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი მალხაზ ლომთაძე და გუნდის ექიმის გიორგი ჭინჭარაული  ახლდნენ.

ჩემპიონატის დასკვნით დღეს 105 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი ჩხეიძემ ოქროს მედლები მოიპოვა როგორც ატაცში (163, 168, 171), ისე აკვრაში (201, 205, 211) და  ორჭიდის ჯამში დაგროვილი 382 კილოგრამით მსოფლიო ჩემპიონი გახდა.  
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს ქართველებიდან რევაზ დავითაძემ და ნოდარ კაკაბაძემ (85 კგ.) იასპარეზეს.  დავითაძემ ატაცში 164 კილოგრამი დასძლია და ოქროს მედალიც დაიმსახურა, აკვრაში 192  კილოგრამი კი ვერცხლის მედლისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ორჭიდის ჯამში დაგროვილმა 356 კილოგრამმა კი მას კიდევ ერთი ოქროს მედალი მოუტანა.
შედეგად ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ხუთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლით დაასრულა.

 

განახლდა ორშაბათი, 16 ივლისი 2018 12:05
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…