კლიმიაშვილი, სიჭინავასთან ერთად ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ეროვნული ლიგა 2–ის ბინადარ მარტვილის ,,მერანში“ თამაშობდნენ. რუსთავულ გუნდში ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებენ კლიმიაშვილის დამატებას, თუმცა, ფაქტია, რომ 30 წლის ნახევარმცველი უკვე ვარლამ კილასონიას გუნდშია და ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის ემზადება.