ნომინაციაში 2018 წლის მოვლენა - ძალოსანი ლაშა ტალახაძე დასახელდა, რომელიც ყველა პრესტიჟული ტიტულის მფლობელია.
საუკეთესო მოჭიდავედ დასახელდა ბერძნულ რომაული სტილით მოჭიდავემ ზვიად პატარიძემ, რომელიც ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ჭიდაობის ფედერაციამ საუკეთესო ახალგაზრდა მოჭიდავედ აღიარა.
წარმატებული სპორტსმენები იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ, ოლიმიურმა ჩემპიონმა დავით ხახალეიშვილმა, და სხვა სახელოვანმა სპორტსმნებემა დააჯილდოვეს.
იმერეთის 2018 წლის წარმატებულ სპორტსმენებად დასახელდნენ.
ქუთაისი - ნინო ხუციბერიძე, ტყვიის სროლა
ტყიბული - ილია სულამანიძე, ძიუდო
ზესტაფონი - გაგა ბახტიძე, სამბო
წყალტუბო - ხათუნა ჯიმშელეიშვილი, ძალოსნობა
ხონი - როლანდ ანდრიაძე, თავისუფალი სტილის ჭიდაობა
ვანი - ვასიკო შაპოვალოვი, ჭადრაკი
ხარაგაული - ანი ბლიაძე, კალათბურთი
თერჯოლა - მაია ფანჩულიძე, თავისუფალი სტილის ჭიდაობა
ჭიათურა - გოგა ჭანკვეტაძე, ძიუდო
სამტრედია - გიორგი მელია, კლასიკური ჭიდაობა
საჩხერე - გოდერძი ბერდელიძე, ძალოსანი
ბაღდათი - საუკეთესო ფიზიკური აღზრდის მასწავლებელი გივი გელხვიიძე, ბაღდათი მე - 2 საჯარო სკოლა
საუკეთესო მწვრთნელი - კონსტანტინე ტუღუში, საკალათბურთო კლუბი „ქუთაისი - 2010“ - ის მთავარი მწვრთნელი
მასობრივი სპორტული ასპარეზობების საუკეთესო მსაჯი - ბესიკ ჯანელიძე
პარაოლიმპიელი - ვახტანგ ახობაძე, მკლავჭიდი
ღონისძიების დასასრულს სეოკ - ის იმერეთის (ქუთაისის) რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა - რევაზ რობაქიძემ, დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა 2019 – 2020 წწ. რეგიონში სპორტის ხელშემწყობი ღონისძიებების ძირითადი მიმართულებები.