ჭიდაობა

გურამ მელიქიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

 6-7 ოქტომბერს ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ მელიქიშვილის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში 2003-2005 წლებში დაბადებულთა შორის.

გურამ მელიქიშვილი გახლდათ მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი, აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ სათავეში ჩაუდგა იმერეთის რეგიონში ქართული ჭიდაობის აღორძინებას. მწვრთნელობის პარალელურად იყო იმერეთის რეგიონალური ფედერაციის პრეზიდენტი. აღზრდილი ჰყავს არაერთი წარმატებული ფალავანი. გურამ მელიქიშვილი 2016 წელს გარდაიცვალა. მის საქმეს კი - შვილი მამუკა მელიქიშვილი აგრძელებს. ღვაწლმოსილი მწვრთნელის ხსოვნის ტურნირი წლეულს მეორედ გაიმართა. შეჯიბრება 37-ე საჯარო სკოლის დარბაზში ჩატარდა. ტურნირში საქართველოს 11 ქალაქისა და რაიონის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ორთაბრძოლები 9 წონით კატეგორიაში გაიმართა. ტურნირს ესწრებოდა ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე, რომელმაც გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და დიპლომებით დააჯილდოვა. გურამ მელიქიშვილის სახელობის თასი გადაეცა ცაგერის წარმომადგენელს ვალერი სილაგაძეს, რომელმაც აბსოლუტურ წონაში პირველი ადგილი დაიკავა.

30კგ. 1.ლუკა ქუთათელაძე (წყალტუბო) 2.ლუკა ომანიძე (წყალტუბო) 3.საბა ცინაძე (ქუთაისი)

35კგ. 1.ლაშა ლომაშვილი (ქუთაისი) 2.საბა მოდებაძე (ჭიათურა) 3.გიორგი კაკაბაძე (ქუთაისი)

40კგ. 1.მათე აფციაური (წყალტუბო) 2. ნიკა ამბროლიანი (წყალტუბო) 3.თენგო ხიდაშელი (ზესტაფონი)

45კგ. 1. ნიკა გაბრიჩიძე (ქუთაისი) 2. მათე გველესიანი (წყალტუბო) 3. საბა ჭელიძე (ქუთაისი)

50კგ. 1.იაკობ ნაჭყეპია (ქუთაისი) 2. ნიკა ხურციძე (ქუთაისი) 3.გიორგი შვანგირაძე (წყალტუბო)

55კგ. 1.კახა ლომიძე (ჭიათურა) 2.დავით ცერცვაძე (ჭიათურა) 3.ლუკა სილაგაძე (ცაგერი)

60კგ. 1.ნიკა ქომეთიანი (ცაგერი) 2.გიორგი თევდორაძე (ქუთაისი) 3.ზურაბ ქუცაძე (თერჯოლა)

66კგ. 1. ნუგზარ ხვისტანი (ქუთაისი) 2. რეზო შველიძე (ქუთაისი) 3.ნუკრი ცერცვაძე (ჭიათურა)

+66კგ. 1.ვალერი სილაგაძე (ცაგერი) 2. უჩა ტაბატაძე (ზესტაფონი) 3.ნიკა დეკანოიძე (ზესტაფონი)

წაკითხვა 2133 ჯერ
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…