თურქულ შეკრებაზე მყოფმა ბათუმის ,,დინამომ" დღეს მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ამჯერადაც დამარცხდა. ბათუმელებმა ამჯერად დათმეს შეხვდა 0:2. გია გეგუჩაძის გუნდს უკრაინელებმა გოლები 4 წუთის ინტერვალში გაუტანეს. 32–ე წუთზე ,,დესნა" სერგიჩუკმა დააწინაურა, 35–ე წუთზე კი ვოლკოვმა მეორედ აიღო ბათუმელთა კარი.
ბათუმის ,,დინამომ" უკრაინელების წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: შოვნაძე, ზუბენკო, ტეიდი, გოგიტიძე, კვირკვია, ვარშანიძე, შარიქაძე, ჯანელიძე, ცაცკრიალაშვილი, გაფრინდაშვილი, აბუსელიძე
შეცვლაზე შევიდნენ: გოშაძე, გაგოშიძე, მელიავა, ჩალაძე, მამუჩაშვილი, ილურიძე, ჭანტურია.