მეოთხე ადგილი და უკეთესის შესაძლებლობა

ცოტა ხნის წინ ბულგარეთში ჩატარდა  სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების  ჩემპიონატი ჰოკეი-5-ში გოგონათა შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრები იღებდა მონაწილეობას. ჩვენმა გოგონებმა 6 გუნდიან ტურნირში მე-4 ადგილი დაიკავეს. ჩემპიონატის შესახებ ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ თევდორაძე გვესაუბრა.

 სამხრეთ-აღმოსავლეთი ქვეყნების ევროპის ჩემპიონატი 28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით  ბულგარეთის ქალაქ ალბენაში ჩატარდა. ტურნირში ბულგარეთის ,საქართველოს ,რუმინეთის ,უკრაინის 2  და თურქეთის ნაკრები გუნდები მონაწილეობდნენ.
ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდნენ: თამთა არუსია(გუნდის კაპიტანი),თეო კუპრაძე,ნატა შოთაძე,ლიკა გონგაძე,ლიზი ჯაჯანიძე.(ყველა ქუთაისი), ლანა ჩხიტუნიძე (ბათუმი) .ფიქრია კვახაჯელიძე, ნატალი კუჭუხიძე,  ლიზი ესიავა, ნანუკა მიქაია, მარი ჩაგანავა.(ყველა აბაშა); გუნდი ალბენაში მწვრთნელების ბელა ბასილაძისა  და კონსტანტინე კუჭუხიძის ხელმძღვანელობით ასპარეზობდა.

-ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულეთ, კმაყოფილი ხართ შედეგით?

 რომ არა, გარკვეული პრობლემები, ვფიქრობთ, რომ საქართველოს ნაკრებს მეორე ადგილის დაკავება შეეძლო.
სამწუხაროდ, აეროპორტში მეკარის ფორმა დაიკარგა და სტამბოლიდან ალბენაში  მხოლოდ შეჯიბრების მეორე დღეს ჩამოვიდა, რის გამოც უკრაინის ძლიერ გუნდთან მოგვიწია კარში ჩაგვეყენებია ახალგაზრდა  მეკარე  ლიზი ესიავა რომლისთვის ასეთი რანგის შეჯიბრებაში მონაწილობა პირველი იყო. უკრაინასთან  დავმარცხდით 6;1 .მომდევნო შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრებთან მსაჯების შეცდომის გამო ბოლო ორ წუთში დავმარცხდით 5:3 .მომდევნო მატჩები წარმატებული გამოდგა. უკრაინის მეორე  ნაკრები დავამარცხეთ 4:0 რუმინეთის ნაკრები გავანადგურეთ 11:2 . მეორე ადგილზე გასვლის შანსი გვქონდა, მაგრამ ჩვენმა მეკარემ თამთა არუსიამ ტრავმა მიიღო და მისი არყოფნა ძალიან დაგვეტყო .თურქეთის ნაკრებთან პრინციპული შეხვედრის ჩატარება მეკარის გარეშე მოგვიწია. თურქეთს პირველ ტაიმში სამჯერ  ვუგებდით1;0 ,2;1.3;2 , მაგრამ   გამოცდილმა და ტიტულოვანმა თურქეთის ნაკრებმა შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და მესამე ტაიმში გაგვიტანა 6 ბურთი,საბოლოოდ დავიკავეთ 4–ე ადგილი. რომ არა თამთა არუსიას ტრამვა შეგვეძლო გვებრძოლო გამარჯვებისთვის.

ვფიქრობ,  გოგონებმა ჩემპიონატში მონაწილეობით დიდი გამოცდილება მიიღეს , მათ სტიმულს აძლევდნენ გამოცდილი მოთამაშეები თამთა არუსია, ნატა შოთაძე , თეო კუპრაძე – ამ უკანასკნელმა ყველა შეხვედრა  თავის სტილში, მაღალ დონეზე ჩაატარა და ჩემპიონატში  14 ბურთი გაიტანა
აგრეთვე ბურთები გაიტანეს:ლანა ჩხიტუნიძემ,ფიქრია კვახაჯელიძემ, ლიკა გონგაძემ და ნატა შოთაძემ.
ბოლოს, მადლობა მინდა გადავუხადო  საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ; ბატონ ლერი ხაბელოვს და ვანო მეკრავიშვილს მხარდაჭერისთვის და გვერდში დგომისთვის.

სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

ამჟამად ვიმყოფებით ბათუმში, სადაც სტუმრად გვყავს ჰოლანდიელი სპეციალისტი მიშელ დე ლანგი, რომელიც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარეებს ვარჯიშებსა და სემინარებს უტარებს.  

მომავალი წლის 15-17 თებერვალს ბელგრადში ტარდება ევროპის საკლუბო ჩემპიონატი ინდორ ჰოკეიში, რომელშიც საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ,,ქუთაისმა“ უნდა მიიღოს მონაწილეობა.   თუ ,,ქუთაისს“ დაფინანსების პრობლემა შეექმნა და ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება   ვერ მოახერხა, ამ შემთხევაში ტურნირზე ,,აბაშა“ იასპარეზებს.  აბაშელებმა ამისთვის მზადყოფნა გამოთვეს. თუმცა, იმედი მაქვს, რომ ქუთაისურ გუნდს  ადგილობრივი ხელისუფლება გვერდით დაუდგება და ევროპის ჩემპიონატზე გაგმგზავრების პრობლემა არ შეექმნება.

სამომავლოდ გვინდა გუნდის გაძლიერება, თუ პირობებს შეგვიქმნიან და დაგვაფინანსებენ ისე, როგორც სხვა სახეობებს ეხმარებიან, მაშინ ძლიერი გუნდი გვეყოლება და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

 

განახლდა სამშაბათი, 14 აგვისტო 2018 13:42
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…