რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მატჩის ჩაშლის საშიშროება შეიქმნა, მაგრამ შეხვედრა მაინც შედგა. როგორც სჩანს, წყლის გუბეებით სავსე მოედანს ალღო უკრაინელებმა უფრო აუღეს. ,,კარპარმა" საქართველოს ერთ–ერთ საუკეთესო გუნდთან დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. ქუთაისელთა კარში გოლები მარიან შვედმა (2) და ალექსეი გუცულიაკმა გაიტანეს.
,,ტორპედომ" ,,კარპატთან" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ქვილითაია, აზაცკი, კობახიძე, ხურცილავა, სტიეპოვიჩი, ცინცაძე, გიგაური, ქიმაძე, დოლიძე, კაპანაძე, ზივზივაძე
სათადარიგოები: მიქაია, გეგეჭკორი, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ბურჯანაძე, ბოჭორიშვილი, ნებიერიძე, ჩაჩუა, ლუკა, შარვაშიძე, წიქარიძე, ქავთარაძე