“ქუთაისმა” “დინამოს” გადამწყვეტი მატჩი მოუგო და ფინალურ სერიაში “დელტას” შეხვდება

სუპერლიგის მეორე ფინალისტი საკალათბურთო კლუბი “ქუთაისი 2010” გახდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტ მატჩში დაძაბულ ბრძოლაში – 78:74 დაამარცხეს მოქმედი ჩემპიონი “დინამო თბილისი” და ფინალში გავიდნენ.

საჩემპიონო სერია, რომელიც 3 მოგებამდეა, 23 მაისს დაიწყება და მასში ერთმანეთს “ქუთაისი” და “დელტა” შეხვდებიან. იმერულ კლუბს, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა, მოედნის უპირატესობა ექნება და 23-24 მაისს 2 მატჩს იმ დარბაზში ჩაატარებს, რომელშიც დღეს ფინალის საგზური მოიპოვა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გახლდათ და ის ქუთაისელთა აქტიურობით დაიწყო, რომლებმაც საწყისი პერიოდი 24:19 მოიგეს. დინამოელებმა მეორე ათწუთეულიდან თამაში გამოასწირეს და ხორვატი მეფარის, დემაგოი ბუბალოს შედეგიანობით პერიოდი 22:16 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის ქულით გალიდერდნენ – 41:40

მესამე ათწუთეულის დებიუტში დავით დოლიძისა და გიორგი ბარბაქაძის სამქულიანებით, ასევე ელჯეი ბუსისა და ჯონათან ლის ზუსტი ტყორცნებით ქუთაისელებმა ლიდერობა დაიბრუნეს და 12. ქულით გალიდერდნენ – 59:47. დინამოელებმა მალე შეძლეს მობილიზება და პერიოდის ბოლომდე ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს, 2-წუთიანი შესვენების შემდეგ კი ჯორდან სვოპშირისა და მიხეილ ჭოჭუას მექულეობით დეფიციტი აღმოფხვრეს და დაწინაურდნენ კიდეც. 

მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე ჯორდან სვოპშირის სამქულიანით დინამოელები 69:67 გალიდერდნენ, რის შემდეგაც “ქუთაისის” სნაიპერის, გიორგი ბარბაქაძის ჯერი დადგა. ბარბაქაძემ 2 სამქულიანი ჩააგდო, რომელთა შორისაც ჯონათან ლიმაც იხეირა და  დასრულებამდე 80 წამუთ ადრე მასპინძლებმა 6-ქულიანი ლიდერობა მოიპოვეს – 75:69.

ეს ფაქტობრივად ქუთაისელთა გამარჯვებას ნიშნავდა, მუთ უფრო, რომ ლევან გრძელიძემ 3 ცდიდან მხოლოდ 1 საჯარიმო ჩააგდო, თუმცა პრესინგის წყალობით დინამოელებმა ბურთი მოიპოვეს და გრძელიძის ჩაჭრის შემდეგ სვიპშირმა სამქულიანით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა… დავით ლომიძემ მხოლოდ 1 საჯარიმო მიითვალა და 73:76 ჩამორჩენილ თბილისელებს სამქულიანით ანგარიშის გატანაბრება შეეძლოთ, თუმცა სირენამდე 10 წამით ადრე ვოვა თავაქარაშვილის სროლა არაზუსტი აღმოჩნდა და ფარიდან ასხლეტილ ბურთს მასპინძლები რომ დაეპატრონნენ, მატჩის ბედიც ვაირკვა.

გამარჯვებულთაგან 21 ქულით ყველაზე შედეგიანი ჯონათან ლი გახლდათ. 18 ქულა აკაკი დვალიშვილის, ხოლო 15 – დავით ლომიძის ანგარიშზეა. დინამოელთაგან 25 ქულით დემაგოი ბუბალო გამოირჩა, ჯორდან სვოპშირის ანგარიშზე 19 ქულა დაგროვდა. 

“დინამო” მესამე ადგილისთვის მატ 26 მაისს “მგზავრებს” შეხვდება, ” ფინალირი სერია კი 23 მაისიდან ქუთაისში დაიწყება. 

Share this article

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…