კახა ჩხეტიანი: "გუნდის უკლებლივ ყველა ფეხბურთელი, ვინც ფარერებზე წამოვიდა, მზადაა ხვალინდელი მატჩისთვის. არაერთხელ ვთქვი და კიდევ ვიმეორებ: 3:0 არ არის ის ანგარიში, რომელიც წყნარად ყოფნის საშუალებას და უფლებას მოგვცემს. ამიტომ ამ მატჩისთვის მთელი კვირა სერიოზულად ვემზადებოდით და ვეცდებით, ხვალაც გავიმარჯვოთ, რადგან ეს გამარჯვება, პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას სჭირდება.
სამწუხაროდ, ტრავმების გამო ლევან კუტალია და თენგიზ წიქარიძე ვერ წამოვიდნენ, ორ ლეგიონერ, არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერს კი ვიზის პრობლემები შეექმნათ და ისინიც ქუთაისში დარჩნენ.
მიუხედავად დანაკლისისა, ხვალ კარგი თამაში გვმართებს. ფეხბურთელებმა იციან, რომ არცერთი წამით არ უნდა მოდუნდნენ. ვეცდებით, ქართველ ხალხს ხვალ სიხარული ვაჩუქოთ!"
"ვიკინგურისა" და "ტორპედოს" საპასუხო მატჩს უელსელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. შეხვედრის მთავარი მსაჯი საიმონ ლი ევანსი იქნება;