ოთარ აბზიანიძემ ქგასული საუკუნის 80–იან წლებში, ქუთაისში, საკუთარი ძალებით ჩამოაყალიბა ბადმინდონის წრე და რიონისპირა ქალაქში სპორტის ამ სახეობას ჩაუყარა საფუძველი. მისი აღზრდილები წარმატებით გამოდიოდნენ საქართველოს, ყოფილი სსრკ–ს და ევროპის ჩემპიონატებზე. მისი შეგირდი გახლდათ საქართველოს ბადმინტონის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი გია ჯანელიძე. ოთარ აბზიანიძის გარდაცვალების შემდეგ სპორტის ეს სახეობა თითქოსდა დავიწყებასნ მიეცა, მაგრამ მისმა შეგირდებმა შეძლეს ბადმინტონის აღორძინება, უკვე რეგულარულად იმართება ქვეყნის ჩემპიონატი, წლეულს კი მნიშვნელოვან შეჯიბრებებს ღვაწლმოსილი ოთარ აბზიანიძის საერთაშორისო ტურნირიც დაემატა.
ქუთაისის სპორტის სასახლეში გამართულ შეჯიბრებაში საქართველოს ქალაქების წარმომადგენლებთან ერთად, გერმანელი, აზერბაიჯანელი და ირანელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. სულ ტურნირზე 80- მა მონაწილემ იასპარეზა.
ოთარ აბზიანიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა და ბადმინტონის იმერეთის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.
იმერეთის ბადმინტონის ფედერაციის პრეზიდენტის სერგო ლექვინაძის თქმით, ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს, რომ მომდევნო წლიდან ოთარ აბზიანიძის სახელობის ტურნირი ევროპის ჩემპიონატის სარეიტინგო ტურნირი გახდეს და მასში კონტინენტის უძლიერესმა სპორსმენებმა მიიღოს მონაწილეობა.
ორდღიანი შეჯიბრებების შემდეგ გამოვლინდნენ გამარჯვებულები და პრიზიორები, რომლებიც ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად ა(ა)იპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილე ვაჟა უნგიაძემ დააჯილდოვა.
17 წლამდე გოგონები
- ელენე ამბარიანი (თბ)
- ნინო გოდერიძე (ქუთ)
- ნატა ხელაშვილი (თბ)
15 წლამდე გოგონები
- ლიზი ზუმბულიძე (თბ)
- ელენე ჩიქოვანი (თბ)
- ანა იაკობიძე (თბ)
17+
- გიორგი ჯანელიძე (თბ)
- გიგა გიგაური (თელავი)
- ნიკა ქავთარაძე (ყვარელი)
წყვილები
15 წლამდე ვაჟთა შორის
1.ირაკლი ხრიკული-საბა გელაძე (თბ)
- გიორგი მჟავია - ნიკა ჩხეიძე (ბთ)
3 გიორგი კასრაძე - ლუკა რეხვიაშვილი
გოგონათა წყვილები
- ლიზი ზუმბულიძე-ელენე ჩიქოვანი (თბ)
2.ელენე ამბარიანი-ნინო გოდერიძე (თბ-ქუთ)
3.ნატა ხელაშვილი-ანანო ტყებუჩავა (თბ)
დიდები
- ვანო დვალი-გიგა გიგაური (კახეთი)
- მალხაზ მჟავია - მამუკა ძოძუაშვილი ( ბთ-ქთ)
- ზურა სარალიძე - გიორგი ჯანელიძე (ქუთ-თბ)