–წყალტუბოს ,,სამგურალში“ ესპანეთის მესამე ლიგის ,,დუესტოდან“ გადმოვედი. დებიუტი ,,გაგრასთან“ მქონდა,. სამწუხაროდ, ,,გაგრასთან“ დავმარცხდით, არადა, სულ მცირე ქულას მაინც ვისმსახურებდით.
– 5 წლის განმავლობაში ესპანურ გუნდებში თამაშობდი. საინტერესოა ასეთ პატარა ასაკში ესპანეთში როგორ აღმოჩნდი?
- ფეხბურთის თამაში ქუთაისშიი ბავშთა გუნდ "მემორიალში" დავიწყე. პირველი მწვრთნელები მამუკა მანაგაძე და გია უგლავა იყვნენ. შემდეგ მშობლები ესპანეთში, კერძოდ ბარსელონაში წამვიდნენ. და გარკვეული ხნის შემდეგ მეც იქ მომიწია გადაბარგება.
–რომელ გუნდებში თამაშობდი?
14 წლის ვიყავი, როცა ესპანეთში გადავედი. საფეხბურთო აგენტის დახმარებით თავდაპირველად ს.კ "ბადალონაში". მივედი, მაგრამ უსაბუთოდ ვერ ვთამაშობდი და მხოლოდ ვარჯიში მიწევდა. შემდეგ "ესპორტივა გრამაში" გადავედი, სადაც წელიწად-ნახევარი მომიწია თამაში. წლის ბოლოს დაგვიკავშირდა ერთ-ერთი აგენტი, კარლეს მუნიოზი და შემომთავაზა 2 წლიანი კონტრაქტის გაფორმება ესპანურ "ცე ევროპასთან", რომელიც ლიგა ნაციონალში თამაშობდა, ლიგა ნაციონალში ესპანიოლისა და ბარსელონას 19 წლამდელთა გუნდები ასპარეზობდნენდა საკმაოდ ძლერი ჩემპიონატი იყო. შემდეგ კი ბასკეთში, კერძოდ კი, ბილბაოში „სოსიედად დეპორტივა დუესტა““-ში გადავედი.
–ბევრი საქართველოდან უცხოეთში გარბის სათამაშოდ, შენ კი პირიქით ესპანეთიდან საქართველოში ჩამოხვედი...
–ბევრს გაუკვირდა თუ რატომ ჩამოვედი საქართველოში, მაგრამ ყველას ჩვენ–ჩვენი გეგმები და მიზნები გვაქვს. ჩემი მიზანი – საქართველოს ჩემპიონატში თავის გამოჩენა და შემდეგ კი ისევ ესპანურ ფეხბურთში დაბრუნებაა. ასე რომ, საქართველოში თამაში ჩემთვის წინგადადგმული ნაბიჯია. ჩემი სურვილია, ესპანეთში იმ ხალხთან ერთად დავბრუნდე ვინც დღეს გვერდით მიდგას
სხვათა შორის, ესპანეთში მწვრთნელის C და B კატეგორიის ლიცენზია მაქვს აღებული, რომელიც მთელ მსოფლიოში მოქმედებს და გუნდის აყვანაც შემიძლი, მაგრამ ჯერ მწვრთნელობაზე ფიქრი ძალიან ადრეა. ჩემი სურვილი და მიზანია, რომ ფეხბურთი მაღალ დონეზე ვითამაშო.
შენს ახალ კლუბზე რას იტყვი?
,,სამგურალი“ საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე კლუბია. ახლა რა სიტუაციაშიცაა გუნდში, ჩემის აზრით, გამოსწაორებადია. ერთმანეთის გვერდში დგომით და თავდაუზოგავი ვარჯიშით შევძლებთ სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი გულშემატკივრები მეტს იმსახურებენ და იმედი მაქვს, რომ მათ იმედებს გავუმართლებთ. გუნდში ბევრი გამოცდილი ფეხბურთელია, რომლებისგანაც ახალგაზრდებს ბევრის სწავლა შეგვიძლია. ბიჭებთან საერთო ენის გამონახვა არ გამჭირვებია, მათგან ბევრს ვიცნობდი და ვმეგობრობდი. მწვრთნელებიც გვერდში გვიდგანან და ქა ყველა პირობაა, რომ ფეხბურთი ითამაშო.