ნიკა აბდალაძე ამჟამად, დუბლინში მოღვაწეობს, მისი უფროსი ვაჟი ვახო აბდალაძე ,,ლესტერში“ თამაშობს და ირლანდიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო. უმცროსი ლუკა კი RFC –ს 16 წლამდელთა გუნდშია და ქუთაისელ თანატოლებთანაც ითამაშა.
რაც შეეხება თავად ამხანაგურ მატჩს, შეხვედრა ქუთაისელი ,,აიას“ დიდი უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგზეც აიასახა. ქუთათურებმა მეტოქე 31:5 დაამარცხეს.. ზურაბ შვანგირაძის და ერეკლე მაზაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა.თუმცა, თავიდან ქუთაისელები ინდივიდუალიზმით ზედმეტად ერთობოდნენ, გადაცემებს აგვიანებდნენ და მწვავე შეტევების მიუხედავად ლელოც დაუგვიანდათ. 28–ე წუთზე მიშკა ჟორჟოლიანმა მოედნის ცენტრთან ახლოს მოიხელთა ბურთი, ირლანდილეთა უკანა ხაზი ცრუმოძრაობებით გაარღვია და ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა. ტაიმის ბოლოს გიორგი სხირტლაძემ მარჯვენა ფრთიდან შეაღწია ირლანდიელთა ჩათვლის მოედანში და ანგარიში 10 :0 გახდა. მეორე ტაიმის დასაწყისშივე ქუთაისელები მედრგრად მიაწვნენ მეტოქეს და ზედახორაში ლუკა ბრეგვაძემ მესამე ლელო დადო, გარდასახვა მიშკა ჟორჟოლიანმა ზუსტად შეასრულა –17:0, მორიგი ლელოები თორნიკე ჩიხლაძემ და დავით ვარდანიძემ მიითვალეს, დუბლინელებმა მასპინძლებს ერთი ლელოთი უპასუხეს 31:5. მომავალი წლის 25 აპრილს ირლანდიელები უკვე 19 წლამდელთა გუნდით ესტუმრებიან ქუთაისის და ,,აიას" შესაბამისი ასაკის გუნდს დაუპირისპირდებიან.