×

გაფრთხილება

JUser: :_load: ვერ ვტვირთავ მომხმარებელს შემდეგი id-თი: 558

ქუთაისში დიდი რაგბი ბრუნდება. რაგბი ევროპის მე–7 ტურში საქართველოს ნაკრები გერმანიის ეროვნულ გუნდს ,,აია არენაზე"  უმასპინძლებს. მატჩი 10 მარტს 16.00 საათზე დაიწყება. აღნიშნული შეხვედრის  ბილეთების გაყიდვა TKT.GE -ს საშუალებით უკვე დაწყებულია. 

ბორჯღალოსანმა მგეზავმა თედო აბჟანდაძემ, პრო დე2-ის ერთ-ერთ ლიდერ ‘ბრივთან’ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მომავალ სეზონს ფრანგულ ელიტაში დაიწყებს.

 ქუთაისის ‘აიას’ 19 წლის მორაგბემ სახელი 2017 და 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატებზე გაითქვა. შარშან ნოემბერში მას მილთონ ჰეიგმა უხმო და აბჟანდაძემ სამოასა და ტონგასთან მოგებულ შეხვედრებში სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, ცოტა ხნის წინ კი, ნაკრებთან ერთად მესამე გამარჯვება იზეიმა, როდესაც კლუჟში რუმინეთი 18:9 დაამარცხა.

 თედო მიმდინარე სეზონს ქუთაისის ‘აიაში’ დაასრულებს და ახალ გუნდს ზაფხულში შეუერთდება. ‘ბრივში’ მას ექვსი ქართველი დახვდება - კარლენ ასიეშვილი, ვასილ ლობჟანიძე, ოთარ გიორგაძე, სოსო ბეკოშვილი, ლუკა გოგინავა და ლუკა ჯაფარიძე. 20 ტურის შემდეგ, ‘ბრივი’ 57 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ ‘ნევერს’ 7 ქულით ჩამორჩება და ტოპ 14-ში აღზევებისთვის იბრძვის.   

 „გახარებული ვარ ასეთი მაღალი დონის გუნდი რომ გამომიჩნდა. ‘ბრივს’ მომავალი სეზონიდან შევუერთდები და ჩემი შესაძლებლობების დამტკიცებას ვეცდები. კონტრაქტი „ესპუარებისაა“, თუმცა უკვე ვიცი, რომ პირველ გუნდთან ერთად ვივარჯიშებ. შევეცდები უმოკლეს ვადებში შევისწავლო ფრანგული ენა, რათა ამან თამაშში არ შემიშალოს ხელი. კლუბში შემპირდნენ, რომ ფრანგულის მასწავლებელს ამიყვანენ, თუმცა მე სწავლას ახლავე დავიწყებ, რათა იქ ჩასულს გარკვეული საფუძველი მქონდეს. გუნდში ექვსი ქართველი დამხვდება და ისინი ადაპტირებას გამიადვილებენ. ყოველ შემთხვევაში ისე ნამდვილად არ გამიჭირდება, როგორც ირლანდიაში“ - განაცხადა თედო აბჟანდაძემ.

 

ქუთაისში შეკრებაზე იმყოფებიან რუსეთის 18 და 20 წლამდენლა ნაკრები გუნდები. 20 წლამდელთა ნაკრებმა რიონისპირა ქალაქში  უკვე ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. რუსები ჯერ ქუთაისის ,,არესთან“ დამარცხდნენ –7:44, შემდეგ კი ,,აიას“ 20 ჭაბუკთა ა ლიგის გუნდთანაც დათმეს შეხვედრა.

თბილისის ‘აკადემიამ’ ქუთაისში ‘აიას’ სენსაციურად, 13:3 აჯობა და გასავარდნ ზონას დაშორდა.

 რადგან 10 მარტს ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის მეოთხე ტურში გერმანიას ქუთაისში მასპინძლობენ, თამაში ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და საწყისი15 წუთი ქუთაისის ‘აიას’ შეტევებში გაილია, მაგრამ ‘აკადემიამ’ თავი დაიცვა, მერე თავად გადავიდა მეტოქის ნახევარზე და პირვეელივე შეტევა ლელოთი დაასრულა.

 დერეფნის შემდეგ ბურთი საპირისპირო ფრთაზე გაიშალა და საბა ილურიძემ ლელო გაიტანა, ხოლო დავით მოძღვრიშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. თამაში გათანაბრდა და 30-ე წუთზე სხვაობის გაზრდა კვლავ მოძღვრიშვილს შეეძლო, თუმცა გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა და ტაიმი სტუმრებმა 7:0 მოიგეს.

 დაძაბული ბრძოლა მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და რადგან ქუთაისელები ლელოს გატანას ვერ ახერხებდნენ, დავით გობეჯიშვილმა 55-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა, თუმცა თბილისელები მეტოქეს შერკინებაში ჯობდნენ, ლელოდან 5 მეტრში ჯარიმა გამოიმუშავეს და 63-ე წუთზე მოძღვრიშვილმა საკუთარ გუნდს 7-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა. მატჩის მიწურულს მანვე 38 მეტრიდან კიდევ ერთხელ გაიტანა და ‘აკადემიამ’ 13:3 იმარჯვა, ‘აიამ’ კი ბონუსიც დაკარგა.

გუშინ ქუთაისის სარაგბო კლუბის "აია"-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, ანტონ ფეიქრიშვილის ქუთაისურ კლუბში თამაშის შესახებ.

ქართველი მსაჯები შოთა თევზაძე და ნიკა ამაშუკელი სარაგბო კარიერაში წინსვლას განაგრძობენ. ორივე მსაჯი, რაგბი ევროპის ჩემპიონატის, 2019 წლიდან, უმაღლეს დონეზე იმსაჯებს, ამაშუკელი გახდება პირველი ქართველი რომელიც ექვსი ერის "დახურულ სივრცეში" კარს შეაღებს, მანამდე კი, ნიკა და შოთა ყველაზე დაბალი, რაგბი ევროპის მესამე დივიზიონში მსაჯობდნენ, რომელიც სამი წლის უკან დაიწყო.

World Rugby-მ სოსო მათიაშვილის ლელო გაიხსენა.
საქართველოს ნაკრების თხუთმეტმა ნომერმა კანადას საოცარი ლელო დაუდო, World Rygby-მ კი საკუთარ FACEBOOK-ზე დაწერა: “მსოფლიო რაგბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ლელო”

შეგახსენებთ რომ, თამაში საქართველოში, დინამო არენაზე შედგა 2017 წლის 11 ნოემბერს, ის "ბორჯღალოსნებმა" 32 ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 54:22 მოიგო.


აია–ლოკომოტივი 14:28
დიდი 10–ის მე–9 ტურში ქუთაისის ,,აიამ“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე თბილისის ,,ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 14:28 დამარცხდა.
ქუთაისელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მეტოქე საკუთარ ლელოს ხაზთან მოამწყვდიეს, მასპინძლები რამდენჯერმე ახლოს იყვნენ ლელოს დადებასთან, მაგრამ ბოლო ფაზაში ხან არასწორ გადაცემას აკეთებდნენ, ხან ბურთი წინ უვარდებოდათ, ხანაც კი რაქიდან ბურთი ვერ გამოჰქონდათ დროულად. ქუთაისელების შეცდომით კარგად ისარგებლეს, ლოკომოტიველებმა, 20–ე წუთზე დაჩი კოპაძემ ლელო მიითვალა, რომელიც ბექა წიკლაურმა გარდასახა–0:7. 38–ე წუთზე ზვიად მაისურაძემ დაამიწა ბურთი მასპინძელთა ჩათვლის მოედანში, წიკლაურმა რეალიზაცია კვლავ ზუსტად დაარტყა 0–14. ,,აია“ მთელი ძალებით გადავიდა იერიშზე, ბადრი დანგაძის ლელოთი და თედო აბჟანდაძის გარდასახვით ქუთაისელებმა ანგარიში შეამცირეს 7:14 და ტაიმიც დასრულდა.
მეორე ტაიმში დიდი ბრძოლა გაიმართა, თუმცა ტაიმის შუაწელიდან სტუმრების უპირატესობა გამოიკვეთა, ისინი შერკინებაში უკეთ ირგებოდნენ, ლოკომოტივის ინიციატივა ანგარშზეც აისახა, 55–ე წუთზე კოპაძემ, 75–ე წუთზე კი მაისურაძემ მასპინძლები კიდევ თითო–თითოჯერ დაალელოვეს, წიკლაური რეალიზაციისას კვლავ ზუსტი იყო. ,,ლოკომოტივმა“ კომფორტული უპირატესობა მოიპოვა 7:28, თუმცა ,,აიამ“ ბოლოს ისევ გაიბრძოლა სტუმრებს ხაზი ლაშა ლომიძემ გაუჭრა და ბურთიც დაამიწა, აბჟანდაძემ კი ლელო ზუსტად გარდასახა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა –14:28

გვერდი 1 სულ 3

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…