ევროპის ჰოკეის ფედერაციის გადაწყვეტილებაზე კომენტარი ,,ქუთაისის“ მთავარ მწვრთნელს ავთანდილ თევდორაძეს ვთხოვეთ. ,,ძალიან გახარებულები ვართ, მართლაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო ჩვენთვის ევროპის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილება. ფინალური მატჩის შედეგის გაუქმების ზუსტ მიზეზს არ ამბობენ. ჩემის აზრით, ,,კოპენჰაგენს“ ჰოლანდიელ ლეგიონერებზე ნებართვა არ ჰქონდა აღებული ფედერაციიდან, ერთი სიტყვით ის ჰოკეისტები გამოიყვანეს ჩვენს წინააღმდეგ, რომელთაც თამაშის უფლება არ ჰქონდათ. ჩვენ კი სამივე უკრაინელ ლეგიონერზე გვქონდა ნებართვა. მსაჯობაც ძალიან ცუდი იყო, თუმცა მთავარია, ფინალის შედეგი გაუქმდა და რანგით მაღალ ,,ჩელენჯ 1“–ში დანიელების ნაცვლად ჩვენ დავწინაურდით.“–აღნიშნა ავთანდილ თევდორაძემ.
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მომავალ წელს ,,ქუთაისის“ მეტოქეები იქნებიან
ბულგარეთის, ირლანდიის, პორტუგალიის, შოტლანდიის, სლოვაკეთის, შვედეთის, უელსისჩემპიონატების გამარჯვებული გუნდები.
სად ჩატარდება მომავალი წლის ჩემპიონატი , ამის შესახებ მაისში გახდება ცნობილი.
ჩემპიონატის ერთ–ერთი კანდიდატი ჩვენი ქალაქიც არის.