ნაკრების მიერ მოპოვებული გამარჯვება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა საფეხბურთო ისტორიაში. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში გასასვლელად, ქართველმა ფეხბურთელებმა ლიეტუვა სტუმრად 0-1 დაამარცხეს.
პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მაგრამ მატჩის ბოლო წუთებზე, 88-ე წუთზე, მაიკო ბებიამ შეძლო გოლი გაეტანა რაც აღმოჩნდა გადამწყვეტი გოლი პლეი-ოფის საგზური მოსაპოვებლად.
გუნდმა ჩვენი საფეხბურთო ისტორიის ახალი ფურცელი დაწერა და ახლა ევროპული საფეხბურთო ასპარეზობის პლეი-ოფში გვექნება შესაძლებლობა კიდევ უფრო შორს წავიდეთ. ვულოცავთ ჩვენს ფეხბურთელებს ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ მატჩებში!
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები:
ძირითადი:
12 - თათია გაბუნია
21 - მარიამ კალანდაძე
4 - ნინო ჩხარტიშვილი
2 - გვანცა ქადაგიშვილი
18 - ირინა ხაბურზანია
16 - სალომე გასვიანი
10 - ანა ჩემინავა (კაპიტანი)
7 - თეონა ბაქრაძე
6 - ნათია დანელია
3 - ნინო პასიკაშვილი
9 - მაიკო ბებია
სათადარიგო შემადგენლობა:
1 - ეკა თაბაგარი
22 - სვეტლანა გაბელაია
5 - თამარ ქველიძე
11 - სოფიკო ნარსია
8 - ნატა კვირკვაია
14 - ანასტასია ბოლქვაძე
15 - თინათინ ამბალია
20 - მარიამ კაპანაძე
23 - სალომი დიმოპულუ
13 - სოფი ხელაშვილი
17 - ლიზი მწყერაშვილი
19 - ნინო ბუხრიკიძე