ბიერის ალბანური იერი – "ტორპედო" მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს!

ქუთაისის ,,ტორპედოს" ოფიციალური ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქუთაისური გუნდი ,,კუკესთან" გუშინდელი შეხვედრის მსაჯობას უეფაში გაასაჩივრებს. ტორპედოელები შვეიცარიელ არბიტრ ალენ ბიერს მათ კარში დანიშნულ ორ საეჭვო პენალტს და ორ არჩათვლილ გოლს ედავებიან.

შვეიცარიელმა მსაჯის უსამართლო გადაწყვეტილებებმა ,,ტორპედო" ლამის პლეი ოფს მიღმა დატოვა. ქუთაისელები ალბანეთში 0:2 დამარცხდნენ და შემდეგ ეტაპზე თბილისურ შეხვედრაში  მოპოვებული 3 ბურთიანი ფორის წყალობით გავიდნენ (5:4). 

რაც შეეხება სადაო ეპიზოდებს.  29-ე წუთზე ,,ტორეპდოს" საჯარიმოში რეჯინალდო წაიქცა და არბიტრმა დავით ხურცილავას მხრიდან თამაშში წესების დარღვევა დააფიქსირა . პენალტი თავად ,,დაზარალებულმა" შეასრულა–1:0

 ტორპედომ პირველივე ტაიმში გაიტანა საპასუხო გოლი, თუმცა  ალენ ბიერმა მარეკ ჰლინკაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. არადა, გამეორებაზე კარგად ჩანდა, რომ   სლოვაკი ნახევარმცველი თამაშგარეში არ იმყოფებოდა და გოლი წესების სრული დაცვით გაიტანა. 

მსაჯის ოინები მეორე ტაიმშიც გაგრძელდა. შვეიცარიელმა არბიტრმა ,,ტორპედოს" 100%–იანი  გოლი არ ჩაუთვალა. კუთხურის შემდეგ მილოშ ლაჩნიმ ვიზავის საჰაერო დუელი მოუგო და ბურთი ოლექსანდრ აზაცკის მიუვიდა, უკრაინელის დარტყმა  ზუსტი გამოდგა, მაგრამ მსაჯმა ჯარიმა მოიგონა და გოლი გააუქმა. 

შვეიცარიელმა არბიტრმა მატჩის მიწირულს ქუთაისელებს კიდევ ერთი დარტყმა მიაყენა. 75–ე წუთზე რეჯინალდომ კვლავ  გამოამჟღავნა მსახიობური ნიჭი და არბიტრს კიდევ ერთი პენალტი გამოსტყუა, რომელიც გოლად თავადვე აქცია. 

საბედნიეროდ, ქუთაისურმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა, მეტოქის წნეხს გაუძლო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. 

 

განახლდა პარასკევი, 17 აგვისტო 2018 07:49
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…