ქუთაისმა ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა

,,ქუთაისმა" სუპერლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩში ,,დელტა" 12 ქულით დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა 1:1

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის სპორტის სასახლეში გამართული მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, ქუთაისელებმა მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებზე მოახერხეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება და სერიაში ანგარიშის გათანაბრება.

თამაში საინტერესოდ წარიმართა. გულშემატკივრების მხურვალე ქომაგობის ფონზე ,,ქუთაისმა" პირველი პერიოდი აღმავლობით ჩაატარა და 12 ქულიანი სხვაობით 27:15 მოიგო. მასპინძელთა რიგებში განსაკუთრებით სასარგებლოდ აკაკი დვალიშვილი და გიორგი ბარბაქაძე მოქმედებდნენ, რომლებმაც პირველ პერიოდში ჯამში 19 ქულა ჩააგდეს.

მეორე პერიოდში სხვაობა 17 ქულამდე გაიზარდა, მაგრამ ამის შემდეგ მასპინძლებმა შეცდომებს უხშირეს, ,,დელტა" კი მეტად გაიხსნა და სხვაობაც თანდათან შემცირდა. სტუმრებმა 10:0 გაქცევა მოაწყვეს და ჯერ ჩამორჩენა შეამცირეს, მეოთხედის ბოლოს კი წინაც გავიდნენ -38:36. ტაიმის მიწურულს ვითარება დაიძაბა, ,,ქუთაისის" მთავარმა მწვრთნელმა ერთ ეპიზოდში მსაჯების გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის გამოც სათადარიგოთა სკამიდან გააძევეს. ქუთაისელებმა ბოლო წამებზე სტუმრების შეცდომით ისარგებლეს და ტაიმი მინიმალური სხვაობით 42:41 მოიგეს.

დიდი შესვენების შემდეგ ,,ქუთაისმა" უკეთ განაახლა თამაში და უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა 52:49, ეს კი სამწამიან ზონაში ბუსის კარგი თამაშისა და ბარბაქაძე-ლომოურის ზუსტი სამქულიანი სროლების წყალობით მოახერხა. ,,დელტამ" მდგომარეობა მცირედით გამოასწორა და გადამწყვეტ პერიოდამდე სხვაობა 5 ქულამდე შემაცირა 60:55 მეოთხე პერიოდში ორმხრივი შეცდომების შემდეგ, სტუმრებმა სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ მორიგი ტექნიკური ჯარიმა ქუთაისელებმა კარგად გამოიყენეს, ბარბაქაძემ 3 ქულაინი ჩააგდო, რასაც დვალიშვილის შედეგიანი შეტევა მოჰყვა და მასპინძლების უპირატესობა 9 ქულამდე გაიზარდა. ქუთაისელები ხშირად თავისუფლად გადიოდნენ პერიმეტრზე, მაგრამ ლომოურს შორეული სროლები აშკარად არ მისდიოდა. მასპინძლებმა მატჩის უკანასკენელ წუთებზე მოიპოვეს გადამწყვეტი უპირატესობა, მეტოქე 82:70 დაამარცხეს და ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრეს.

მატჩის MVP 24 ქულით გიორგი ბარბაქაძე გახდა. 20 ქულა მიითვალა ქუთაისელთა ცენტრმა აკაკი დვალიშვილმა.

შედარებით მოკრძალებული სტატისტიკა აქვთ ,,დელტას" ლიდერებს. 13-13 ქულა დააგროვეს მალკოლმ დრამრაითმა და არტიომ შვეცმა, 12 ქულა მიითვალა ბექა ბექაურმა.

ქუთაისი-დელტა 82:70

27:15, 15:26, 18:14, 22:15

ქუთაისი: ლი (13ქ,9პ), ბარბაქაძე (24ქ,7მ), ლომიძე (9ქ), ბუსი (8ქ), დვალიშვილი (20ქ), ჭეიშვილი (3ქ), მამაგეიშვილი, ლომოური (5ქ), წივწივაძე მთავარი მწვრთნელი: კოტე ტუღუში

დელტა: ბაქრაძე (5ქ,8მ), ნოთიჯი (12ქ), დრამრაითი (13ქ), ლობჯანიძე (5ქ), ბექაური (12ქ,9მ), შვეცი (13ქ), ფხაკაძე (3ქ), ჩაჩხიანი, მეგენეიშვილი (2ქ), მაჩალაძე, გაფრინდაშვილი (5ქ)

მთავარი მწვრთნელი: ლექსო ლაფანაშვილი

მსაჯები: მიკოლა ამბრასოვი, დავით ბერეკაშვილი, მიხეილ ვართანოვი

Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…