ოთხი ოლიმპიური ჩემიპიონი და რეკორდების სიმრავლე

კახი კახიაშვილის სახელობის ტურნირი ქუთაისში

ქუთაისის ძალოსნობის დარბაზში მიმდინარეობს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი და საქართველოს თაისის გათამაშება ძალოსნობაში. ტურნირი 22 დეკემბერს დაიწყო და 24 დეკემბერს დასრულდება.

ქუთაისში ქართველ ძალოსნებთან ერთად ფიცარნაგზე რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებიც ასპარეზობენ.
დღევანდელი საშეჯიბრო დღე იმითაც იყო გამოჩეული, რომ ტურნირს 4 ოლიმპიური ჩემპიონი (კახი კახიაშვილი, გიორგი ასანიძე, დავით ხახალეიშვილი და ირაკლი ცირეკიძე) ადევნებდა თვალს. შეჯიბრებას ესწრებოდა ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველი კობა ფხაკაძე, რომელმაც ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად 73კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებული ძალოსნები დააჯილდოვა. 
აღსანიშნავია, რომ ქუთაისში მიმდინარე კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე დღეს კიდევ რამდენიმე რეკორდი დაფიქსირდა. სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ტურნირზე ნაჩვენებმა შედეგმა ჭაბუკთა შორის მსოფლიო და ევროპის რეკორდებს გადააჭარბა. 69 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე არჩილ მალაყმაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდს 1 კილოგრამით, ხოლო ევროპის რეკორდს 7 კილოგრამით გადააჭარბა და 139 კგ. დაძლია.
ჭაბუკთა შორის ევროპის რეკორდებს გადააჭარბა ლომია თებიძემ, რომელმაც აკვრაში ორი რეკორდი დაამყარა. ხელვაჩაურელმა ძალოსანმა, რომელიც თავდაპირველად ევროპის რეკორდს 5 კილოგრამით გადააჭარბა და 176 კგ. დაძლია, ამის შემდეგ კი წონა 3 კილოგრამით გაზარდა, რაც ევროპის რეკორდს საერთო ჯამში 8 კილოგრამით აღემატება.
დღევანდელი გამარჯვებულები და პრიზიორები
73 კგ. 
არჩილ მალაყმაძე (ხელვაჩაური (ოლიმპ. ცენტრი) - 139, 165, 304
ბეგლარ სოლომონიძე (ქობულეთი) - 125, 153, 278
კახი ასანიძე (თბილისი) - 121, 148, 269

96 კგ.
ზაზა ლომთაძე (ქუთაისი) - 145, 181, 326
ირაკლი გაბაძე (საჩხერე) - 115, 148, 263
გიორგი კირვალიძე (საჩხერე) - 103, 127, 230
89 კგ.
რევაზ დავითაძე (თბილისი) - 161, 187, 348
ედუარდ კაკაბაძე (ქუთაისი) - 134, 161, 295
ალკაზარ გოგიტიძე (ხელვაჩაური. ოლიმპ.ცენტრი) - 133, 155, 288
81კგ.
ლომია თებიძე (ხელვაჩაური.ოლიმპ.ცენტრი) - 142,179, 321
ირაკლი გაბრიჭიძე (საჩხერე) - 138, 150, 288
მანუჩარ გოგოხია (ზუგდიდი) - 126, 145, 271

რამდენიმე რეკორდი დამყარდა პირველ საშეჯიბრო დღეს.

67 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ გიორბელიძის მიერ აკვრაში დაფიქსირებულმა შედეგმა ევროპის რეკორდს 2 კილოგრამით გადააჭარბა. ქუთაისელმა ძალოსანმა 150 კგ. დაძლია. თუმცა, ორჭიდის ჯამში გიორბელიძე ვერცხლის მედალს დასჯერდა.

61 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი ხარაზიშვილმა, რომელიც ჯერ, მხოლოდ 15 წლის არის აკვრაში 118 კილოგრამი დაძლია. ხაშურელმა ძალოსანმა, რომელიც ამჟამად თბილისის ოლიმპიური მზადების ცენტრს წარმოდგენს ევროპის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.

67კგ

1.გოგა ჩხეიძე (ზუგდიდი) - 133, 160, 293
2.გურამ გიორბელიძე (ქუთაისი) - 118, 150, 268
3.ბაჩანა ბეკურაული (თბილისი) - 81, 105, 182

61 კგ. 
1.რამინ შამილიშვილი (ქობულეთი) - 116, 143, 259
2.გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე) - 117, 135, 252
3. გიორგი დოკვაძე (საჩხერე) - 114, 138, 252

55 კგ. წონითი კატეგორია:
1.ბაჩო შამილიშვილი (ქობულეთი. ოლიმპ. ცენტრი) - 75, 100, 175
2. ვასო ადეიშვილი (ქუთაისი) - 72, 86, 158
3. გიგა ნადიბაიძე (თბილისი) - 61, 75, 136

ასპარეზობა გაიმართა ქალთა შორისაც, სადაც ძალები რუსეთის წარმომადგენელმაც მოსინჯა. გამარჯვებულ-პრიზიორები სინკლერის მიხედვით გამოვლინდნენ.

1. ხათუნა ჯიმშელეიშვილი (წყალტუბო) - 56, 68, 124 სინკლერი 215,8
2. ტერ-გროგოროვა ვალერია (რუსეთი) - 67, 80,147 სინკლერი - 204,95
3. მარიამ მაისურაძე (წყალტუბო) - 50, 55, 105 სინკლერი - 178,6

 
განახლდა კვირა, 23 დეკემბერი 2018 22:41
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…