სხვა

რევაზ რობაქიძის ინიციატივა–  ოლიმპიკ არენა ქუთაისის პარლამენტის შენობაში

2019 წლის 1 იანვრიდან ქუთასიდან პარლამენტი მთლიანად თბილისში გადავა. პარლამენტის ქუთაისის შენობას კი სხვა დატვირთვა ექნება, იქ "112", საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრის, შსს-ს აკადემიის რეგიონული ცენტრის და მომსახურების სააგენტო განთავსება იგეგმება. პარლამენტის შენობის სხვა ფუნქციით დატვირთვის იდეით გამოდის იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავჯდომარე რევაზ რობაქიძე, რომელიც პარლამენტის შენობის ოლიმპიურ კომპლექსად გადაკეთების ინიციატივას კიდევ ერთხელ აჟღერებს. პირველად ამის თაობაზე სეოკის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი 2015 წელს საუბრობდა. რევაზ რობაქიძემ აღნიშნულ იდეას საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ვრცელი წერილი მიუძღვნა, რასაც უცვლელად გთავაზობთ. 

 

ქუთაისში პარლამენტის შენობის შემდგომი გამოყენების შესახებ წინადადები
/ ქვეყნდებოდა 2015,2016, 2017 წლებში /

პარლამენტის შენობის ძირითადი გუმბათური ნაგებობის გარე ზომები დაახლოებით შეადგენს 120X75 მეტრს, ხოლო სიმაღლე 30 მეტრია.
შენობის გარე კონტური შემინულია მინის ორმაგი პაკეტებით, ხოლო შიგა დარბაზები და სათავსოები ერთმანეთისგან გამოყოფილია ლითონის კონსტრუქციების ჩონჩხზე მინაპაკეტისა და მუყაო-თაბაშირის ფილებისგან აწყობილი კედლებით, რომლის დემონტაჟი დიდ სირთულეს არ წარმოადგენს და მისი დაშლა შენობის მდგრადობაზე ვერ იმოქმედებს.
პარლამენტის სხდომათა დარბაზის ქვედა ნაწილი გამოყენებულია დამხმარე სათავსოებად, ზოგან კი დგას სხვადასხვა დანიშნულების საჭირო უახლესი ტექნოლოგიის მრავალფუნქციური დანადგარები. 
იმ შემთხვევაში თუ გადაწყდება ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა, აღნიშნული შენობის სხვა დანიშნულებით გამოყენებისათვის მიზანშეწონილი იქნება მოეწყოს ოლიმპიური კომპლექსი-განვითარებულ ქვეყნებში არსებული ,,ოლიმპიური არენის“ სახით (პირობითი სახელი olimpic arena – in kutaisi). აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ,,ოლიმპიკ არენა“ აშენდა ბაქოში, სადაც ევროპის I ოლიმპიური თამაშები გაიმართა და ვისაც ნანახი აქვს ,,ოლიმპიკ არენა“ ბაქოში, იდენტური და მსგავსია ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობისა. სწორედ ბაქოში, ევროპულ თამაშებზე ყოფნის პერიოდში გამიჩნდა მოსაზრება ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის შემთხვევაში, შენობის შემდგომი დატვირთვა სპორტული მიმართულებით გაგრძელებულიყო, რადგან ქუთაისი ერთადერთი მიტოვებული ქალაქია, რომელსაც არ გააჩნია მულტიფუნქციური სპორტის სასახლე, საცურაო სპორტული კომპლექსი, საჩოგბუთო მოედნები და ამ დროს ქუთაისიდან საქართველოს რაოდებობრივად ყველაზე მეტი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს. თურქეთმა - ქალაქი ტრაბზონი 2015 წელს სპორტული ობიექტებით იმიტომ გაავსო, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების შემდეგ - ტრაბზონი უფრო მიმზიდველი გამხდარიყო და შედეგიც სახეზეა.სულ ახლახანს ასეთივე კომპლექსი აშენდა აშხაბადში (თურქმენეთი), სადაც 2017 წელს სრულიად აზიის ქვეყნების თამაშები გაიმართა.
არქიტექტორთა ჯგუფი, რომელმაც იმაშავა ჩემთან ერთად „ოლიმპიკ არენად“ შენობის გადაკეთების წინადადებზე, მათივე აზრით, ძირითადი შენობის ჩრდილოეთით აგებული შენობა ნაგებობები შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის აუცილებელი სტანდარტული სამვარსკვლავიანი სასტუმროს მოსაწყობად (რადგან - ქუთაისში მოქმედი ყველა სასტუმრო დაწუნებული იქნა საერთაშორისო ფედერაციების მიერ), განთავსდება სპორტის მუზეუმი, სპორტკლუბების ოფისები, კვების ბლოკი არსებობს და აკმაყოფილებს სტანდარტებს.
რაც შეეხება შენობების ირგვლივ არსებულ ტერიტორიას, შესაძლებელი იქნება ახალგაზრდული პარკის, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებებისა და რეკრეაციული ზონის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების საჩოგბურთო და საფეხბურთო მინი - მოედნების მოწყობა, არსებული ტერიტორიის სივრცე იძლევა შესაძლებლობას აშენდეს ოლიმპიური სტანდარტების საცურაო აუზი, რომლის აგებაც დაიგეგმება 2014 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტიდან და სამწუხაროდ არ განხორციელდა.
„ოლიმპიკ არენის“ მოსაწყობად რეალურად შესაძლებელია (კალათბურთის, ხელბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობის, ზამთრის სახეობებიდან ფიგურული სრიალის) ამჟამინდელი სხდომათა დარბაზის მულტი-ფუნქციური დანიშნულების სპორტული საასპარეზო დარბაზად გადაკეთება, სადაც შესაძლებელია არსებული სიმაღლის პირობებში სავარაუდოდ 3000-3500 საჯდომი ადგილის მოწყობა, რაც ძირითადი მინა პაკეტიანი კონსტრუქციის ხელშეუხებლობითაც არის შესაძლებელი.
პარლამენტის შენობის უკან აშენებული შენობები კი, შესაძლებელია გადაკეთდეს „ოლიმპიკ არენისთვის“ სასტუმროების, საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული სპორტსმენთა გასახურებელი მინი-დარბაზებისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.
რატომ ქუთაისში ,,ოლიმპიკ არენა“? დღეს თბილისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი აკმაყოფილებს თავისი სპორტული ინფრასტრუქტურით მოსახლეობის მოთხოვნილებას. ქუთაისს, როგორც ავღნიშნე არ გააჩნია საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოებული არც ერთი სპორტული კომპლექსი და თუ ხვალ ასეთივე ,,ოლიმპიკ არენას“ გავაჩენთ ქუთაისში, ამით საქართველოს რეალური შესაძლებლობა ექნება სამომავლოდ სერიოზული განაცხადი გააკეთოს ოლიმპიური თამაშების, გუნდური სახეობების მსოფლიო ჩემპიონატებისა და სხვა საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარებაზე, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს, ხოლო ქუთაისი კი, უფრო მიმზიდველი და ახალ ფუნქციონალუ დატვირთვას შეიძენს.
„ოლიმპიკ არენას“ ფინანსური შემოსავლები მიიღება საერთაშორისო შეჯიბრებებისა და ეროვნული ჩემპიონატების ჩატარებით, რომელიც უზრუნველყოფს შენობის მომსახურებაზე გასაწევი ხარჯების ანაზღაურებას (დენი, წყალი, გაზი, კონდიცირება), რადგან აღნიშნული მომსახურებისთვის, ყველგან სადაც ასეთი ,,ოლიმპიკ არენა” ფუნქციონირებს, შენობა არ არის მუდმივად კომუნალური ხარჯების გასაწევად ჩართული და ფუნქციონირებს მხოლოდ შეჯიბრების ჩატარების დროს, სხვა შემთხვევაში საკომუნიკაციო სისტემები გათიშულია, რაც შეეხება ავტოპარკინგს სრულიად საკმარისია ტერიტორია 1000-მდე ავტომანქანის დასაყენებლად / იხილეთ - სურათი/.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი თავისივე მაღალი სტანდარტების ასაფრენ - დასაფრენი ბილიკებით მიიღებს ნებისმიერ ავიალაინერს, ყოველივე მიმზიდველს გახდის ,,ოლიმპიკ არენა“ სისტემატიურად დაიტვირთოს მსოფლიო, ევროპის ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების ჩატარებით. სასურველია, სპორტისა და ახალგაზრდობის, ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა, ქუთაისის მერიასთან ერთად 2014 წლის ბიუჯეტის შედგენისას, როგორც რეგიონალური პროექტი გაითვალისწინონ აღნიშული პროექტის დაფინანსებაზე ზრუნვა.

წაკითხვა 556 ჯერ განახლდა პარასკევი, 21 სექტემბერი 2018 22:00
Share this article
ასევე ამ კატეგორიაში « სპორტი და ფსიქოლოგია

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…