ვიტ–ჯორჯიამ პოლონური კლუბი დაამარცხა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ვიტ ჯორჯიამ მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ეროვნულ ლიგაში შარსან აღზევებული გუნდი პოლონეთის პირველი ლიგის მეხუთეადგილოსან ბიელსკო-ბიალას პოდბესკიძიეს დაუპირისპირდა. შეხვედრა ვიტ ჯორჯიელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით - 1:0  დასრულდა.

 

როგორც ,,ვიტ ჯორჯიას" პრესსამსახური იუწყება: პირველი რეალური საგოლე ეპიზოდი ვეტერინარებს მეშვიდე წუთზე ჰქონდათ. პაატაღუდუშაურის მიერ ჯარიმიდან კარისკენ გაგზავნილი ბურთი კუთხურზე გადავიდა, სტანდარტიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს კი თავი ალეკო ჩაკვეტაძემ დაარტყა, მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებმა ერთობლივი ძალებით მოიგერიეს ქართველთა იერიში. მატჩის მეთოთხმეტე წუთზე პაატა ღუდუშაურმა კიდევ ერთხელ შეასრულა საჯარიმოდარტყმა, ამჯერად ბურთი მცირედით ასცდა კარს, კიპერი ამ ეპიზოდში სტატისტის როლშიმოგვევლინა. 

 

მეორე ნახევარში ერთმანეთის მოყოლებით მოწინააღმდეგის კარზე 49-ე და 50-ე წუთებზე  გიორგი ვასაძემ და დათო საჯაიამ გაილაშქრეს. პირველ შემთხვევაში ბურთი კარს ასცდა, მეორე შემთხვევაში კი - მეკარემ გადაარჩინა პოლონელები. პოდბესკიძიეს კიპერი 52-ე წუთზე უძლური აღმოჩნდა, ვეტერინართა კომბინაცია პაატა ღუდუშაურის მიერ გატანილი გოლით დასრულდა - 1:0. 

56-ე წუთზე გიორგი ვასაძეს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, თუმცა მან მომენტის  გამოყენება ვერ მოახერხა.

 

 

ვიტ ჯორჯია 1:0 პოდბესკიძიე

გოლი: ღუდუშაური (52')

 

ვიტ ჯორჯია: შეროზია, გაფრინდაშვილი (კურდღელაშვილი 65'), ლაცაბიძე (კიკნაველიძე 62'), გეთიაშვილი (სეხნიაშვილი 78'), ჩაკვეტაძე (ზარიძე 75'), მოსიაშვილი, ღუდუშაური(მუსელიანი 65'), ღირდალაძე (ვაზაგაშვილი 75'), ვასაძე (კაკაშვილი 60'), ჩიტიშვილი, საჯაია

 

მომდევნო შეხვედრას ვიტ ჯორჯია 15 თებერვალს, ყაზახური ქაისარის წინააღმდეგ გამართავს.

Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…