კილიან მბაპე –  მესამე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში

საფრანგეთის ნაკრების შემტევი  კილიან მბაპე მესამე თინეიჯერი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა 

19 წლის მბაპემ ხორვატების წინააღმდეგ ფინალურ დაპირისპირებაში მოედანზე ბოლომდე დაჰყო და გოლიც გაიტანა, მისი დარტყმის შემდეგ ფრანგებმა ანგარიში 4:1 გახადეს .მბაპე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს
მბაპემდე მხოლოდ ორ  თინეიჯერს ერგო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში თამაშის პატივი. 1958 წელს ბრაზილიამ მუნდიალის ფინალში ჩემპიონატის მასპინძელი შვედეთი 5:2 დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა. იმ შეხვედრაში ბრაზილიის ნაკრებში 17 წლის პელე, ასპარეზობდა, რომელმაც აღნიშნულ მუნდიალზე ფურორი მოახდინა და 6 გოლი გაიტანა.
მეორე ფეხბურთელი, რომელიც მბაპეზე პატარა ასაკში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა 18 წლის იტალიელი ჯუზეპე ბერგომი გახლდათ, რომელიც 1982 წლის მუნდიალის ფინალში ითამაშა და მსოფლიო ჩემპიონიც გახდა.
კილიან მბაპემ საფრანგეთის ნაკრებში უკვე 21 მატჩის თამაში მოასწრო.დებიუტი გასული წლის მარტში 18 წლის ასაკში  ჰქონდა.

 

განახლდა კვირა, 22 ივლისი 2018 20:34
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…