საჩოგბურთო ტურნირი ქუთაისში

 27-29 ივლისს ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა და მე-11 სპორსკოლის ორგანიზებით ჩატარდა საჩოგბურთო ტურნირი  მოყვარულებსა და პროფესიონალებს შორის. ასპარეზობაში 30-მდე მოყვარული და პროფესიონალი ჩოგბურთელი იყო ჩართული. შეჯიბრება გაიმართა წრიული და ოლიმპიური სისტემით. ტურნირის პირველ დღეს მოყვარულებს შორის ინდივიდუალური ასპარეზობა შედგა, მეორე დღეს კი წყვილებს შორის გაირკვა უძლიერესების ვინაობა.

შეჯიბრების დასკვნით დღეს  ასპარეზობა შერეული პრინციპით(პროფესიონალი+მოყვარული) ჩატარდა.  უნდა აღინიშნოს, რომ სამივე დღეს ძალიან საინტერესო და დაძაბული  ორთაბრძოლები შედგა და კორტებზე მისულმა სპორტის ამ სახეობის ქომაგებმა დიდი სიამოვნება მიიღეს. „შეჯიბრება ტრადიციულია და მომავალ წელსაც აუცილებლად გაიმართება. გაისად შევეცდებით სხვა ქალაქების წარმომადგენლებიც მოვიწვიოთ. ვფიქრობ, ჩოგბურთის პოპულარიზაციისათვის ეს აუცილებელია და მონაწილეებიც დიდ მონდომებას იჩენენ, რაც ძალზე დასაფასებელია. თავად წლევანდელი ტურნირი მშვიდ და სასიამოვნო გარემოში ჩატარდა და ბევრი დასამახსოვრებელი დუელიც ვიხილეთ. მინდა გამარჯვებულებს და მონაწილეებს ყველას მივულოცო ეს მცირე  სპორტული ფორუმი“ -  დასძინა ტურნირის  ორგანიზატორმა  და ქუთაისის ჩოგბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ზივზივაძემ.

ტურნირს დაესწრო ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილე ვაჟა უნგიაძე, რომელმაც გია ზივზივაძესთან და ჩოგბურთის მწვრთნელ  ლილე ჩაჩხიანთან ერთად გამარჯვებულები და პრიზიორები მედლებით, თასებითა და დიპლომებით დააჯილდოვა. ქვემოთ გთავაზობთ გამარჯვებულთა და პრიზიორთა შედეგებს.

ინდივიდუალური შეჯიბრება:
1.ირაკლი ჭოლაძე
2.ზაზა ლეთოდიანი
3.ევგენი ომანაძე

მოყვარულთა წყვილები:  
1.ნოდარ ტოკვი, დავით გაბელაშვილი
2.ირაკლი ჭოლაძე, თეონა რუხაძე
3. ლელა უშხვანი, ზაზა ლეთოდიანი

შერეული წყვილები (მოყვარული+პროფესიოანალი)
1.ზაზა ლეთოდიანი, ანი ირემაძე
2.ირაკლი ჭოლაძე, მარი ბეჭვაია
3. ლევანი ხურციძე, დავით ასათიანი

 

განახლდა სამშაბათი, 31 ივლისი 2018 14:07
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…