საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშე ანტონ ფეიქრიშვილი კარიერას სწორედ ქუთაისის აიაში გააგრძელებს, ის ნაკრებში ბურჯის პოზიციაზე თამაშობს, ის "აია"-ში სეზონის ბოლომდე დარჩება. ამ გადაწყვეტილებამდე მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ბურჯი, უელსურ "კარდიფ ბლუზის" ღირსებას იცავდა.
ანტონ ფეიქრიშვილი 31 წლისაა და კარიერის განმავლობაში კასტრში, ბრივსა და ალსტერში თამაშობდა.
რაც შეეხება დიდი 10-ს, მეორე წრე 25 იანვარს განახლდება და ქუთაისური "აია", თბილისში 'შევარდენზე' არმაზს ესტუმრება.