2014 წლის შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა პირველად მოიპოვა ოქროს მედალი. ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფინალამდე თუშიშვილმა რუმინელ, უკრაინელ, ჰოლანდიელ და მონღოლ ძიუდოისტებს სძლია.