თამაშიც დაძაბული და სანახაობრივი გამოვიდა.
ქუთაისელები ორჯერ იგებდნენ შეხვედრას. 43-ე წუთზე ,,ტორპედო" ნიკა სანდოხაძემ დააწინაურა, რომელმაც კუთხურის შემდეგ საკმაოდ რთული სიტუაციიდან, მცველების გარემოცვაში მაკრატელა დარტყმით გაიტანა.
სანდოხაძის გოლამდე უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, ბოსნიელებმა არაერთი მომენტი შექმნეს, მაგრამ ხან ,,ტორპედოს" მეკარე ლოვრე როგიჩი ყოჩაღობდა, ხანაც ბოსნიელ შემტევებს სიზუსტე არ ჰყოფნიდათ. ერთხელ მათ ძელსაც გაარტყეს ბურთი. სტივ კინის შეგირდები ძირითადად კონტრშეტევების იმედად იყვნენ და თავიანთ შანსს ელოდებოდნენ. გოლამდე რამდენიმე სახიფათო მომენტის გახსენებაც შეიძლება, მაგალითად ფანცულაიას პასი, ბუღრიძეს რომ დაემორჩილებინა, მეკარესთან პირისპირ რჩებოდა...
ამის შემდეგ იყო სანდოხაძის გოლი და ,,ტორპედო" შესვენებაზე კარგ განწყობაზე გავიდა.
თუმცა, განახლდა თუ არა თამაში, ,,სარაევომ" რენანის გოლით ანგარიში გაათანაბრა. სტუმრებს გოლის აღნიშვნა წესიერად არ ჰქონდათ დასრულებული, როცა გიორგი ბუღრიძემ ეფექტური გოლით ,,ტორპედო" კვლავ დააწინაურა - 2:1 დიდხანს ქუთაისელებმაც ვერ შეინარჩუნენ სათავისო ანგარიში, ოთხიოდე წუთში, 52-ე წუთზე ვერესანოვიჩმა კიდევ ერთხელ აღადგინა წონასწორობა. აღნიშნულ ეპიზოდში ქუთაისელთა მეკარე გამოსვლაზე შეცდა.
ამის შემდეგ ,,ტორპედომ" მეტოქეზე წნეხი გაზარდა, ქუთაისური გუნდი უფრო მწვავედ თამაშობდა და არაერთი საგოლე მომენტი შექმნა. ლაშა შერგელაშვილმა ორჯერ სახიფათოდ შესასრულა საჯარიმო დარტყმა, ორივეჯერ ბურთი სტუმართა გუნდის მეკარემ მოიგერია. შემდეგ გიორგი არაბიძეს შეეძლო გატანა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს.
ორჯერ ძალიან კარგი შანსი ჰქონდა გიორგი ქობულაძესაც, მისი პირველი დარტყმა მეკარემ მოიგერია, მეორე კი ძელსა და ხარიხას მოხვდა.
დასანანი იყო, რომ ,,ტორპედომ" ამდენი მომენტის მიუხედავად გამარჯვების გოლის გატანა ვერ მოახერხა, თუმცა ქუთაისელების მონდიომებამ და თამაშმა, იმედები დაგვიტოვა, რომ საპასუხო შეხვედრაში ,,ტორპედო" სტატისტის როლში არ იქნება და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბოლომდე იბრძოლებს.
ტორპედო-სარაევო 2:2
13.07.2023. ქუთაისი ,,შენგელია არენა"
გოლები: 1:0 სანდოხაძე (44. არაბიძის პასით), 1:1 რენანი (47), 2:1 ბუღრიძე (48.გიგაურის პასით), 2:2 ვარესანოვიჩი (52)
„ტორპედო“: კლიაიჩი – ქობულაძე (89.ჭიჭინაძე), მონტეირო, სანდოხაძე, ნადარია – გიგაური, აკბარი, შერგელაშვილი – ფანცულაია (78.კაბალიერო) – არაბიძე, ბუღრიძე (71.მანჯგალაძე).
სათადარიგოები: გოშაძე, გოგლიჩიძე, ნინკოვიჩი, ჰაიდარი, ნეტო, კეიკე
მწვრთნელი: სტივ კინი
„სარაევო“: როგიჩი – ბეგანოვიჩი, ტრაკო, სოლდო, დურაკოვიჩი (82.როდოვიჩი) – ჟელკოვიჩი, ვრანჩიჩი (90.იელიჩი), კერემე (77.გულიაშვილი), ვარსანოვიჩი, ჟილკიჩი (82.ვივეროსი), ვარესანოვიჩი (82. მუსტაფიჩი).
სათადარიგოები: საჰინოვიჩი, კატაკოვიჩი, სუტკოვიჩი, ანიჩიჩი, იკიჩი, ნურკოვი, ბულჯუბაშიჩი
მწვრთნელი: მირზა ვარესანოვიჩი.
არბიტრი: სნირ ლევი (ისრაელი)
მოგებაც შეიძლებოდა... ტორპედო სარაევოს დაუზავდა
- Post by დავით კოხრეიძე
- - ივლ 14, 2023
ქუთაისის ,,ტორპედო" ევროპის კონფერენსლიგის პირველი ეტაპის პირველ შეხვედრაში, საკუთარ მოედანზე ბოსნიურ ,,სარაევოს" დაუზავდა - 2:2
,,შენგელია არენზე" 13000-მდე ქომაგი მივიდა და კარგი საფეხბურთო გარემო შექმნა.