ლიგა 3 25–ე ტურის მიმოხილვა

ლიდერმა შანსები კიდევ უფრო გაამყარა

ეროვნულ ლიგა 3-ში, 25-ე ტურის მატჩებიც დასრულდა - ზედა საფეხურზე ერთი შეხედვით თითქოს არაფერი შეცვლილა, თუმცა პირველადგილოსანი  „ზუგდიდი“ სამი ქულით კიდევ უფრო დაწინაურდა.  მართალია ლიდერთა სამეულში ცვლილება არ მომხდარა, მაგრამ თვითონ ლიდერმა, უშუალო კონკურენტთან ქულათა სხვაობა, რვა ქულამდე გაზარდა.

 ამ ტურში ზუგდიდელები გასვლით შეხვედრას ატარებდნენ რუსთავში, ს.კ. „გარდაბანი“-ს წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრებმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს, რეალური საგოლე მომენტებიც ზუგდიდელებმა შექმნეს - გოლის გატანამდე ზუგდიდელებმა პენალტი გააფუჭეს - ერთადერთი გოლი კი მეტოქის კარში, გიორგი გურეშიძემ გაიტანა და საკუთარ გუნდს სამი ქულა შესძინა.

ეროვნული ლიგა 3 – XXV ტური

„გარდაბანი“ – „ზუგდიდი“ – 0:1

რუსთავი, „ფოლადი“ – 4 სექტემბერი

გოლი: გიორგი გურეშიძე (71-ე წთ)

„გარდაბანი“: მაქაცარია, ქირია, სხილაძე, ხუხუა, ჯიოშვილი, ბრეგვაძე, თაბუკაშვილი, ახმედოვი (გაჩეჩილაძე 60-ე წთ), გუჯარაიძე, ხუჭუა, მუსელიანი

სათადარიგო: სახოკია, ბერიძე, ხარებავა, ციცვიძე, კვარაცხელია, დონდუაშვილი

მთ.მწვრთნელი: გურამ ჭვინტიაშვილი

 

„ზუგდიდი“: ძაგანია, კიკაბიძე, ღონღაძე (ჭურღულაშვილი 85-ე წთ), ლემონჯავა, მოისწრაფიშვილი, ქირია, გურამ გურეშიძე, ბუკია (კაკაჩია 15-ე წთ. - ბიგვავა 85-ე წთ), გიორგი გურეშიძე, კვარაცხელია, წულეისკირი

სათადარიგო: ხარჩილავა

მთ.მწვრთნელი: სოსო ფილია

გაფრთხილება: ხუხუა (25-ე წთ), თაბუკაშვილი (44-ე წთ), კაკაჩია (69-ე წთ), ლემონჯავა 984-ე წთ)

მსაჯი: ალეკო აფციაური

 საინტერესოდ და ორთაბრძოლებში წარიმართა, „გორი“ –„ბახმარო“-ს შორის მატჩი, სადაც 9 გოლი გავიდა. გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი და მეორეადგილოსანი „ბახმარო“, შედეგის მხრივ სრულ უპირატესობას ფლობდა -გურულები მეტოქეს ორბურთიანი უპირატესობით ორჯერ ამარცხებდნენ, მაგრამ გორელებმა სრული მობილიზება შეძლეს და მეტოქეს, უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინეს.

 სათამაშო სცენარი კი ასე ვითარდებოდა - გორელებმა დასაწყისშივე გაიტანეს - 8-ე წუთზე, შიდაქართლელები დავით კაპანაძემ დააწინაურა, რომელიც  მთლიანობაში მატჩის გმირიც გახდა.  სტუმრებმა შეიძლება ითქვას. თითქოს  არც შეიმჩნიეს წაფორხილება და მალევე ანგარიშიც გაათანაბრეს. მეტოქის კარში გოლი ნიკა ჭკუასელმა გაიტანა-ორ წუთში კი ჩოხატაურელები შეხვედრას, ხვიჩა დიდიას გოლით იგებდნენ. რამდენიმე წუთში კი გაბრიელ ოლიპმიომ, ანგარიში გაასამა. გურულებისთვის უკვე ეს სერიოზული თემა იყო, თუმცა პირველი ტაიმის დასრულებამდე, გორელმა დავით კაპანაძემ შეხვედრას ინტრიგა დაუბრუნა და სხვაობა მინიმუმადე შეამცირა.

 მეორე ნახევრის დაწყებიდან ცოტა ხანში, გურულებმა ვითარება კვლავ საწყის მდგომარეობას დაუბრუნეს -გორელთა კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი, ზუსტად თეიმურაზ შარაშენიძემ შეასრულა.

 პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს გორელებმაც, მაგრამ ამ ჯერზე დავით კაპანაძემ სტანდარტული ვერ გამოიყენა, თუმცა როგორც აღვნიშნეთ კაპანაძე მატჩის გმირი გახდა, ვინაიდან, მან შეხვედრის ბოლოსკენ ზედიზედ ორჯერ გაიტანა და პოკერიც შეასრულა -მანამდე კი ირაკლი კვანტალიანმა გატანილი გოლით,  გამოიჩინა თავი.

 

„გორი“ – „ბახმარო“- 5:4

გოლი: კაპანაძე (8-ე წთ), ჭკუასელი (13-ე წთ), დიდია (15-ე წთ), ოლიმპიო (28-ე წთ), კაპანაძე (40-ე წთ.პენ.), შარაშენიძე (58-ე წთ), კვანტალიანი (71-ე წთ), კაპანაძე (78-ე წთ), კაპანაძე (88-ე წთ)

გაფრთხილება: ბუზალაძე (35-ე წთ), ბენაშვილი (83-ე წთ)

 მსაჯი: პაპუნა მაჭარაძე

 

გათამაშების მესამე ადგილოსანი თბილისის „საბურთალო 2“, გასვლაზე ჩხოროწყუში დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში, დედაქალაქურ გუნდს, სწორედ „სამეგრელო“-მ აგემა პირველი მარცხი მისსავე სტადიონზე.

 ამ ჯერზე კი, მასპინძლებმა მეტოქე ანგრიშით 2:1 დაამარცხეს.  დასაწყისშივე მასპინძლები, თორნიკე მუმლაძემ დააწინაურა, თუმცა სტუმრებმა პირველი ნახევარი მაინც ფრით დაასრულეს - 33-ე წუთზე, იური ტაბატაძემ, თანაფარდობა აღადგინა.

 მეორე ნახევარიც მასპინძლებმა კარგად დაიწყეს და მალევე, ლაშა კუკავამ მეგრული გუნდი წინ გაიყვანა -კუკავას გოლი ამ შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა და „სამეგრელო“-მ მეტოქე 2:1 დაამარცხა.

„სამეგრელო“ – „საბურთალო 2“- 2:1

გოლი: მუმლაძე (12-ე წთ), ტაბატაძე (33-ე წთ), კუკავა (56-ე წთ)

გაფრთხილება:  ტაბატაძე (79-ე წთ), გიორგობიანი (89-ე წთ)

მსაჯი: დავით სანოძე

 

 მოულოდნელი იყო ხობელთა მარცხი საკუთარ მოედანზე, მაგრამ ამით ვარკეთილელთა გარჯა და მონდომება არაფრით კნინდება - პირიქით, 15-ე პოზიციაზე მყოფმა, დედაქალაქურმა გუნდმა, ერთ-ერთ ლიდერს გასვლაზე ქულები დაკარგვინა, ხოლო საკუთარი აქტივისთვის უდაოდ კარგი წარმატებაა-ვარკეთილი ათეულისთვის იბრძვის და თითოეულ ქულას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

 ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და 35-ე წუთზე, ირაკლი სამნიძემ საკუთარი გუნდი დააწინაურა. ხობელებს თითქმის მტელი თამაში დასჭირდათ, ანგარიშის გასათანაბრებლად, მაგრამ მათ მაინც მოახერხეს - ოთო ტორაძემ 75-ე წუთზე, ანგარიში საყაიმო გახადა. ამის შემდეგ ყველა ფიქრობდა, რომ მასპინძლებს დარჩენილი სამი ქულის მოსაპოვებლად ეყოფოდა, მაგრამ დამატებულ წუთებზე. ლაშა ქებაძემ მასპინძელთა გაბრძოლებას ცივი წყალი გადაასხა, როცა მეტოქის კარი დალაშქრა და სამი ქულა მოუტანა საკუთარ გუნდს.

 

„კოლხეთი“ – „ვარკეთილი“ – 1:2

გოლი: სამნიძე (35-ე წთ), ტორაძე (75-ე წთ), ქებაძე (90+3-ე წთ)

გაფრთხილება: ჯინიკაშვილი (30-ე წთ), წურწუმია (88-ე წთ)

მსაჯი: გოგა კიკაჩეიშვილი

 

ამ ტურში კი, კიდევ  ერთი გამოსარჩევი შეხვედრა იყო, „ჭიათურა“ –„არაგვი“-ს გუნდებს შორის დაპირისპირება. აღნიშნული გუნები ათეულში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძვიან და დღეის მდგომარეობით ცხრილშიც კონკურენტებიც  არიან.

 წინა ტურში ორივემ მოგება შესძლო და მორიგ ტურს კარგი განწყობითაც ხვდებოდნენ - იმერლებს ის უპირატესობაც ჰქონდათ, რომ ისინი საკუთარ სტადიონზე თამაშობდნენ.

 გოლები შეხვედის ბოლოსკენ გავიდა და პირველად სტუმარი გუნდი დაწინაურდა.  შეხვედრის 82- ე წუთზე გიორგი უგრეხელიძემ, დუშელებს სამი ქულის მოპოვების შანსი მისცა, მაგრამ შეხვედრის კომპენსირებული დროის ამოწურვამდე, ერთი წუთით ადრე ნიკოლოზ გაბაძემ, მასპინძლებს ქულა გადაურჩინა.

„ჭიათურა“ – „არაგვი“ – 1:1

გოლი: უგრეხელიძე (82-ე წთ), გაბაძე (89-ე წთ)

გაფრთხილება: უგრეხელიძე (70-ე წთ), გაბლიძე (86-ე წთ)

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

 

 დანარჩენი შეხვედრის შედეგები კი ასეთია:

„ბეთლემი“ – „მაჭახელა“ – 0:0

„იმერეთი“ – „გურია“ – 0:0

„მაკ სტარსი“ –„მეშახტე“ – 1:1

„ალგეთი“ – „სულორი“ – 3:1

„ბორჯომი“ – „სამგურალი 2“ – 3:1

 

 

 

 

 

               

განახლდა პარასკევი, 07 სექტემბერი 2018 16:06
Share this article

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…