პარასკევი, 15 თებერვალი 2019 00:00

ქუთაისელი მსროლელის პარიზული ოქრო

ნინო ხუციბერიძემ პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ახალგაზრდებში ოქროს მედალი მოიპოვა პარიზში დღეს დაწყებულ საფრანგეთის „დიდ პრიზზე“. ქუთაისელი ჩუბინი ფინალში მეორე შედეგით შევიდა - 566 ქულა, იქ კი მშვენივრად იასპარეზა, 235.2 ქულით ყველას აჯობა და არც ჩემპიონობა დაანება ვინმეს. 

გამოქვეყნებულია ტყვიის სროლა
ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019 00:00

ტორპედომ ოლიმპიკთან ფრე ითამაშა

ანტალიაში შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის ,,ტორპედომ"  დღეს კიდევ ერთი სპარინ გამტჩი გამართა. კახა ჩხეტიანის გუნდის მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის მე–9 ადგილოსანი  დონეცკის ,,ოლიმპიკი" იყო. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

გამოქვეყნებულია ქართული ფეხბურთი
ოთხშაბათი, 13 თებერვალი 2019 00:00

ვიტ–ჯორჯიამ პოლონური კლუბი დაამარცხა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა ვიტ ჯორჯიამ მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ეროვნულ ლიგაში შარსან აღზევებული გუნდი პოლონეთის პირველი ლიგის მეხუთეადგილოსან ბიელსკო-ბიალას პოდბესკიძიეს დაუპირისპირდა. შეხვედრა ვიტ ჯორჯიელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით - 1:0  დასრულდა.

გამოქვეყნებულია ქართული ფეხბურთი

საკალათბურთო სუპერლიგის მე–10 ტურში ,,ქუთაისმა" სტუმრად “თსუ-ჰიუნდაი”   85:82 დაამარცხა. თამაში უაღრესად დაძაბული გამოდგა და შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. 

გამოქვეყნებულია ქართული კალათბურთი

ქუთაისის ,,ტორპედოს"  30 აგვისტოს შემდეგ 27 (ოფიციალურ და ამხანაგურ) შეხვედრაში არ ჰქონდა წაგება, მაგრამ, კახა ჩხეტიანის გუნდმა  ეს შთამბეჭდავი სერია, დღეს, ლვოვის ,,კარპატთან" მარცხით დაასრულა. თურქულ შეკრებაზე მყოფი ქუთაისური გუნდი დღეს კოკისპირული წვიმის ფონზე უკრაინის პრემიერ ლიგის მე–10 ადგილოსან ,,კარპატს" დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. 

გამოქვეყნებულია ქართული ფეხბურთი

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…