ანტონ ფეიქრიშვილს დიდ 10-ში ვიხილავთ
გუშინ ქუთაისის სარაგბო კლუბის "აია"-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, ანტონ ფეიქრიშვილის ქუთაისურ კლუბში თამაშის შესახებ.
ტორპედო აღარ ხუმრობს... ქუთაისელები ბრაზილიელი შემტევით გაძლიერდნენ!
ქუთაისის ,,ტორპედო" ახალ სეზონში ქვეყნის ჩემპიონობასა და უეფას ევროპის თასზე წარმატებულ გამოსვლას გეგმავს. შესაბამისად, კახა ჩხეტიანის გუნდი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობით გამოირჩევა.
,,ტორპედო" ქართული წარმოშობის უკრაინელით გაძლიერდა
ქუთაისის ,,ტორპედომ" 24 წლის საყრდენი ნახევარმცველი ამბროსი ჩაჩუა დაიმატა. რიონისპირელებმა მასთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.
ჩიხურამ ჩემპიონატისთვის მზადება და გაძლიერება დაიწყო
საჩხერის ,,ჩიხურამ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. სოსო ფრუიძის გუნდი დღეს ივანწმინდაში შეიკრიბა. გუნდიდან წამყვანი ფეხბურთელების წასვლის შემდეგ (გიორგი გაბედავა, ირაკლი ბუღრიძე, ბაქარ მირცხულავა) საჩხერლებმა ახალი ფეხბურთელები დაიმატეს. ,,ჩიხურას" პრესსამსახურის ინფორმაციით, საჩხერულ კლუბს დაუბრუნდნენ: თორნიკე მუმლაძე, ბესიკ დეკანოიძე, გიორგი კორიფაძე და ირაკლი კამლაძე, კორიფაძე ოთხი სეზონის განმავლობაში ,,ჩიხურაში" თამაშობდა და გუნდის ყველა წარმატებაში უდიდესი როლი შეიტანა, ასევე ჩიხურას ბიძინა მახარობლიძე (ბოლნისის ,,სიონი") და ოლეგ მამასახლისი (ქუთაისის ,,ტორპედო") გააძლიერებენ.
ამ ეტაპზე სოსო ფრუიძის განკარგულებაში 21 ფეხბურთელია:
დინო ჰამზიჩი
ზურაბ მწყერაშვილი
ავთო კაპანაძე
შოთა კაშია
დავით მაისაშვილი
ირაკლი კამლაძე
ლაშა ჩიკვაიძე
დავით მეგრელიშვილი
რევაზ ჩიტეიშვილი
ზურა კაპანაძე
გიორგი კორიფაძე
დემურ ჩიხლაძე
ლევან კაკუბავა
ოლეგ მამასახლისი
ბიძინა მახარობლიძე
მიშა სარდალიშვილი
თეიმურაზ მარკოზაშვილი
ირაკლი ლექვთაძე
დავით იონანიძე
ბესიკ დეკანოიძე
თორნიკე მუმლაძე