სამიდან სამი და ტორპედოს წაუგებელი სერია
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის "ტორპედომ" მესამე მატჩიც მოიგო. კახა ჩხეტიანის გუნდმა ამჯერად ბელგრადის "რადი" დაამარცხა 3:1
ქუთაისელთა მხრიდან დუბლი შეასრულა ბუდუ ზივზივაძემ. 1 გოლი კი გრიგოლ დოლიძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ,,ტორპედოში" ჩარიცხვის შემდეგ ზივზივაძემ 4 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ,,ტორპედოს" გასული წლის 30 აგვისტოს შემდეგ გამართულ 27 შეხვედრაში არ წაუგია, რაც ნამდვილად შთამბეჭდავი სერიაა.
ტორპედო (სასტარტო): ქვილითაია, კობახიძე, ხურცილავა, გეგეჭკორი, სტიეპოვიჩი, გიგაური, ცინცაძე, ქავთარაძე, ქიმაძე, კაპანაძე, ზივზივაძე
(სათადარიგოები): მიქაია, ტაბატაძე, ბურჯანაძე, ნებიერიძე, ჭიჭინაძე, ბოჭორიშვილი, ჩაჩუა, დოლიძე, შარვაშიძე, ლუკა, წიქარიძე
აქამდე "ტორპედომ" "აკადემია პანდევს" და მინსკის "დინამოს" მოუგო, 13 თებერვალს კი ლვოვის "კარპატის" შეხვდება.
,,ტორპედომ" მინსკის ,,დინამო" დაამარცხა
თურქულ შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის ,,ტორპედომ" დღეს მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და ამჯერადაც გაიმარჯვა. კახა ჩხეტიანის გუნდმა ამჯერად ბელარუსის ერთ–ერთი საუკეთესო გუნდი მინსკის ,,დინამო" დაამარცხა 2:0.
სენსაცია ქუთაისში
თბილისის ‘აკადემიამ’ ქუთაისში ‘აიას’ სენსაციურად, 13:3 აჯობა და გასავარდნ ზონას დაშორდა.
რადგან 10 მარტს ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის მეოთხე ტურში გერმანიას ქუთაისში მასპინძლობენ, თამაში ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და საწყისი15 წუთი ქუთაისის ‘აიას’ შეტევებში გაილია, მაგრამ ‘აკადემიამ’ თავი დაიცვა, მერე თავად გადავიდა მეტოქის ნახევარზე და პირვეელივე შეტევა ლელოთი დაასრულა.
დერეფნის შემდეგ ბურთი საპირისპირო ფრთაზე გაიშალა და საბა ილურიძემ ლელო გაიტანა, ხოლო დავით მოძღვრიშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა. თამაში გათანაბრდა და 30-ე წუთზე სხვაობის გაზრდა კვლავ მოძღვრიშვილს შეეძლო, თუმცა გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა და ტაიმი სტუმრებმა 7:0 მოიგეს.
დაძაბული ბრძოლა მეორე ტაიმშიც გაგრძელდა და რადგან ქუთაისელები ლელოს გატანას ვერ ახერხებდნენ, დავით გობეჯიშვილმა 55-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა, თუმცა თბილისელები მეტოქეს შერკინებაში ჯობდნენ, ლელოდან 5 მეტრში ჯარიმა გამოიმუშავეს და 63-ე წუთზე მოძღვრიშვილმა საკუთარ გუნდს 7-ქულიანი უპირატესობა დაუბრუნა. მატჩის მიწურულს მანვე 38 მეტრიდან კიდევ ერთხელ გაიტანა და ‘აკადემიამ’ 13:3 იმარჯვა, ‘აიამ’ კი ბონუსიც დაკარგა.
რუსეთის ასაკობრივი ნაკრებები ქუთაისში ემზადებიან, მარტში კლუბებსაც ელოდებიან
ქუთაისში შეკრებაზე იმყოფებიან რუსეთის 18 და 20 წლამდენლა ნაკრები გუნდები. 20 წლამდელთა ნაკრებმა რიონისპირა ქალაქში უკვე ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა. რუსები ჯერ ქუთაისის ,,არესთან“ დამარცხდნენ –7:44, შემდეგ კი ,,აიას“ 20 ჭაბუკთა ა ლიგის გუნდთანაც დათმეს შეხვედრა.
,,ტორპედო" ბუდუ ზივზივაძით გაძლიერდა
"ტორპედო" გაძლიერებას აგრძელებს. თურქულ შეკრებაზე გამგავრებამდე კლუბს 24 წლის ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე დაუბრუნდა.
ზივზივაძემ "ტორპედოსთან" 1,5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მან დღეს, ბათუმის ,,დინამოსთან" ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა და ,,ტორპედოში" დაბრუნება დუბლითა და საგოლე გადაცემით აღნიშნა. შეხვედრა ,,ტორპედოს" გამარჯვებით 5:1 დასრულდა.
ბუდუ "ტორპედოს" ღირსებას 2014/15-წლების სეზონში იცავდა. 2015 წელს ის "სამტრედიაში" გადავიდა. 2017 წელს ზივზივაძე ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. 2018 წლის სეზონში ზივზივაძე, გიორგი გაბედავასთან ერთად, კვლავ ეროვნული ლიგის ბომბარდირი იყო.
ბუდუ ზივზივაძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ოთხჯერ იყო გამოძახებული ქვეყნის ეროვნულ ნაკრებშიც.