საქართველო-გერმანია 52:3 | საქართველომ ქუთაისში რაგბი ევროპის ჩემპიონობა იზეიმა [ფოტო რეპორტაჟი]

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ,,აია არენაზე" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში გერმანიას უმასპინძლა. შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით 52:3 დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე მყოფ რუსეთისთვის მიუწვდომელი გახდა და ერთი ტურით ადრე გახდა რაგბი ევროპის ჩემპიონი. საქართველოს ნაკრებმა გერმანიას 8 ლელო დაუდო (მოდებაძე-3, ხმალაძე, მამუკაშვილი, მალაღურაძე, ლობჟანიძე, შარიქაძე), 5 გარდასახვა გაიტანა გელა აფრასიძემ, ერთი ლელო კი სოსო მათიაშვილმა გარდასახა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ნაკრებისა და ქუთაისის ,,აიას" მორაგბე მირიან მოდებაძე დასახელდა, რომელმაც გერმანელების წინააღმდეგ სამი ლელო დაამიწა. შეხვედრის შემდეგ მირიან მოდებაძეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ სპეციალური პრიზი გადასცა.

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ტურის შეხვედრას 17 მარტს კრასნოდარში რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

განახლდა კვირა, 10 მარტი 2019 22:54
Share this article

ავტორის შესახებ

დავით კოხრეიძე

მთავარი რედაქტორი, დიდი გამოცდილება აქვს სპორტულ ჟურნალისტიკაში

ვებსაიტი: https://www.facebook.com/davit.kokhreidze.92 ელ-ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სატესტო რეჟიმი

ჩვენი ვებ გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში, შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

სიახლეების გამოწერა

ყოველდღიური სიახლეების მისაღებად ჩაწერეთ თქვენი ელექტრონული ფოსტა.
Top
Этот шаблон Joomla был скачан с сайта ДжуМикс.
We use cookies to improve our website. By continuing to use this website, you are giving consent to cookies being used. More details…