გიორგი ნემსაძე, ექვს ერზე საუბრობს - "ეს ჩემპიონატი არის ფინანსურად ძალიან წარმატებული და მომგებიანი"
ქუთაისი ყოველთვის იყო ძლიერი მორაგბეების სამჭედლო, რომელიც საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ამარაგებდა წამყვანი ძალით. ტრადიციები დღესაც წარმატებით გრძელდება. ბორჯღალოსანთა რიგებში ქუთაისში დაოსტატებული არაერთი მორაგბე თამაშობს, მათგან ერთ–ერთი ყველაზე გამოცდილი, ნაკრების კაპიტანი გიორგი ნემსაძეა. ბორჯღალოსანთა 34 წლის მეორეხაზელი თითქმის ერთი წელია უელსში, კლუბ ,,ოსპრეიში“ თამაშობს, გიოს საქართველოს ნაკრებში 90 თამაში აქვს ჩატარებული და ,,ცენტურიონობამდე“ 10 კეპი დარჩა მოსახვეჭი, „ნემსო“ ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა, ჩვენი პორტალის მიზანი არის ქუთაისელი, წარმატებული სპორტსმენების წარმოჩენა და საინტერესო მხრიდან გაცნობა.
წყალტუბოში განახლებული სტადიონი გაიხსნა
დღეს წყალტუბოში 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონი ოფიციალურად გაიხსნა.
გახსნის ცერმონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, ფეხბურთის ფედერაციის პირველი ვიცე პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე ესწრებოდნენ.
-,,დღეს არის განსაკუთრებული დღე, მე როგორც რიგითი წყალტუბოელი და როგორც მუნიციპალიტეტის მერი ბედნიერი ვარ, რომ ათეული წლების შემდეგ თქვენთან ერთად შევძელით წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონის განახლება, ეს იყო ბევრი წყალტუბოელის, სპორტის ქომაგის, ვეტერანი ფეხბურთელის პირადად ჩემი და თქვენი ინტერესი, მიზანი და დაპირება. დარწმუნებული ვარ, აქ გაიმართება ბევრი მნიშვნელოვანი, რესპუბლიკური თუ საერთაშორისო დონის შეხვედრა, მატჩი, სპორტული ღონისძიება, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას, ასევე წარმატებული, მოტივირებული და ჯანსაღი ახალგაზრდა თაობის აღზრდას’’ -განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.
- ,,ფეხბურთის განვითარებას წყალტუბოში დიდი ხნის ისტორია აქვს, ჩვენ გვყავს სამაგალითო ვეტერანი ფეხბურთელები, რომლებმაც დღეს ცენტრალური სტადიონი გახსნეს, სწორედ ამან შეგვაძლებინა ის, რომ მომხდარიყო წყალტუბოს ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია. სამომავლოდ ვგეგმავთ, ასევე წყალტუბოში ფეხბურთის აკადემიის მშენებლობას ჩავუყაროთ საფუძველი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ქალაქში ფეხბურთის და სპორტის განვითარებას მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი’’- აღნიშნა მაჟორიტარმა დეპუტატმა ცოტნე ზურაბიანმა.
- ,,ამ ულამაზეს ქალაქს ძალიან ლამაზი სტადიონი შეემატა, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად ჩვენ განვახორცილეთ უმნიშვნელოვანესი პროექტი, ეს არის პირველი ეტაპი, სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს გასახდელების და განათებების მოწყობა. დარწმუნებული ვარ 26 მაისის სახელობის წყალტუბოს ცენტრალური სტადიონი იქნება ერთ- ერთი ულამაზესი სტადიონი ჩვენს ქვეყანაში’’ - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ.
სტადიონის გახსნის ცერემონიალზე საქართველოს ეროვნული დროშა საფეხბურთო კლუბ ,,სამგურალის’’ დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ და ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ აღმართეს. დღესვე განახლებულ სტადიონზე ვეტერანი ფეხბურთელების ამხანაგური მატჩის დასრულების შემდეგ, წყალტუბოს საფეხბურთო კლუბმა ,,სამგურალმა " ქედას ,,ბეთლემს" უმასპინძლა. შეხვედრა წყალტუბოელების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
წყალტუბოს 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით დაიგო მაღალი ხარისხის ბუნებრივი საფარი, დამონტაჟდა ტაბლო, სადრენაჟო და სარწყავი სისტემები. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტადიონის რეაბილიტაციისთვის 456 ათასი ლარი დაიხარჯა. გაკეთდა 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, მოეწყო სარბენი ბილიკი, საპირფარეშოები და შემოიღობა სტადიონი ცენტრალური სტადიონის გახსნის ორგანიზება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა უზრუნველყო. მაყურებელთა განსაკუთრებული ტაში და ოვაციები მოჰყვა ქორეოგრაფიული ანსამბლის ,,იალონის’’ მიერ შესრულებულ სპორტულ ცეკვას.
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში რეგიონალური გამარჯვებულები გამოვლინდნენ
19 აპრილს ქუთაისის სპორტის სასახლეში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის რეგიონული ტურნირი დაიხურა. სპორტის 8 სახეობაში მარჯვებული გუნდები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ რამაზ ჩხიკვაძემ დააჯილდოეს.
გამარჯვებული სასკოლო გუნდები ზონალურ, მოგვიანებით კი რესპუბლიკურ შეჯიბრებებში იასპარეზებენ.
ტურნირი ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა.
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019-ის იმერეთის რეგიონული ტურის
გამარჯვებულები და პრიზიორები
გეზმრბენი
გოგონები
1. ვანის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლა
2.ზესტაფონის მუნიც-ის N7 საჯარო სკოლა
2.საჩხერის მუნ-ის სოფ. ჭორვილის საჯარო სკოლა
ვაჟები
1. გიორგი კვინიტაძის სახ. კადეტთა ლიცეუმი
2. ვანის მუნიციპალიტეტის N2 საჯარო სკოლა
3. ზესტაფონის მუნიც-ის N7 საჯარო სკოლა
კალათბურთი
ვაჟები
1.მერაბ ჭოხონელიძის სახელობის სკოლა
2. ხონის მე–2 საჯარო სკოლა
3. ტყიბულის მე–3 საჯარო სკოლა
გოგონები
1. 41–ე საჯარო სკოლა
2. ხონის მე–2 საჯარო სკოლა
3. ჭიათურის სკოლა
ფეხბურთი
ვაჟები
1. ხონის რაიონის ნახახულვის საჯარო სკოლა
2.ქუთაისის 30 საჯარო სკოლა
ბადმინტონი
გოგონები
1. ქუთაისის N21 საჯარო სკოლა
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის N5 საჯარო სკოლა
3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა
ვაჟები
1. ქუთაისის N21 საჯარო სკოლა
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა
3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის N5 საჯარო სკოლა
მაგიდის ჩოგბურთი
გოგონები
1. ზესტაფონის მუნიც-ის N7 საჯარო სკოლა
2. ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის 1-ლი საჯარო სკოლა
3. ჭიათურის მუნიციპალიტეტის
ვაჟები
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა
3. სამტრედიის მინიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლა
ხელბურთი
გოგონები
1. ქუთაისის N12 საჯარო სკოლა
2. ტყიბულის მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა
3. ზესტაფონის მუნიც-ის N3 საჯარო სკოლა
ვაჟები
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის N1 საჯარო სკოლა
2. ქუთაისის N21 საჯარო სკოლა
3. ზესტაფონის მუნიც-ის N3 საჯარო სკოლა
ფრენბურთი
გოგონები
1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის N11 საჯარო სკოლა
2. ქუთაისის N22 საჯარო სკოლა
3. ზესტაფონის მუნიც-ის N7 საჯარო სკოლა
ვაჟები
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაღლაკის საჯარო სკოლა
2. ქუთაისის N22 საჯარო სკოლა
3. საჩხერის მუნიციპალიტეტი სოფ. ჯალურთის საჯარო სკოლა
შემეცნებითი
1. სოფელ ჩხარის საჯარო სკოლა (თერჯოლა)
მხიარული სტარტები
1.ქუთაისის მე–40 საჯარო სკოლა
აია საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა
ქუთაისის ,,აია" პლეი ოფის მატჩში მარნეულის ,,არმაზთან" 26:30 დამარცხდა და საჩემპიონო რბოლას გამოეთიშა.
ტორპედომ ვიტ ჯორჯია დაამარცხა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე–8 ტურში ქუთაისის ,,ტორპედომ" სამტრედიაში თბილისის ,,ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა და მეტქოე 2:1 დაამარცხა.