ქუთაისის "აია" სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩისთვის ემზადება
ქუთაისელები 28 აპრილს დიდ ფინალში "ლელოს" დაუპირისპირდებიან.
საჩემპიონო მატჩი თბილისში, ავჭალის არენაზე 18:00 საათზე დაიწყება.
"აიამ" დღეს მედიისა და გულშემატკივრებისთვის ღია ვარჯიში გამართა.
თბილისის "დინამო" ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.
ჩვენი ევროპული მომავალი - ჩვენი ეროვნული არჩევანია. ევროპული ღირებულებები კი რომელზეც ვდგავართ, მტკიცებას არ საჭიროებს.
ქუთაისის ,,ტორპედომ" მიმდინარე ეროვნულ ლიგაში პირველი გასვლითი შეხვედრა მოიგო.
სტივ კინის გუნდმა ,,დავით პეტრიაშვილზე" მინიმალური სხვაობით ,,გაგრა" დაამარცხეს.
გამარჯვების მომტანი გოლი 35-ე წუთზე ბიორნ იონსენმა გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ტრავმა მიიღო ,,ტორპედოს" სერბმა მეკარემ ფილიპ კლიაიჩმა, რომელიც სავარაუდოდ მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს.
ტორპედოელები ეროვნული ლიგის მე-8 ტურის შეხვედრას საკუთარ მოედანზე ,,სამგურალთან" გამართავენ. შეხვედრა 11 აპრილს 21:00 საათზე დაიწყება.
არესის გამარჯვება ბოლო წუთზე
ქუთაისის ‘არესმა’ თბილისის ‘ხვამლს’ ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი ანგარიში გაუთანაბრა, გიორგი თევდორაძის გარდასახვით კი 27:25 დაამარცხა და ფლეი ოფის მეორე ეტაპზე გავიდა.
რადგან გუშინდელ მატჩში რეიტინგით მე-6 ადგილოსანმა ბოლნისის ‘ყოჩებმა’ გაიმარჯვა, ამ მოგებით ‘არესმა’ საკუთარი მოედნის უპირატესობა მეორე ეტაპზეც მიიღო და ქვემო ქართლელებს 14 აპრილს „აია არენაზე“ დაუხვდება.
ქუთაისური რაგბი 55 წლისაა
1966 ქლის 18 სექტემბერი ქუთაისური რაგბის დაბადების დღეა. ქალაქში პირველად, ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ამხანაგური მატჩი ადგილობრივ და თბილისელ მორაგბეებს შორის.